1. ელექტრონულ დოკუმენტზე შესრულებული ხელმოწერის/შტამპის უტყუარობის დადგენა არის „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სანდო მომსახურება.

2. ელექტრონულ დოკუმენტზე შესრულებული ხელმოწერის/შტამპის უტყუარობის დადგენის მომსახურება ადგენს ელექტრონულ დოკუმენტზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის უტყუარობას, ამავე დოკუმენტზე განხორციელებული დროის კვალიფიციური აღნიშვნის/აღნიშვნების გათვალისწინები