1. სააგენტოში წარსადგენი განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) მოთხოვნას ამ წესის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიღების შესახებ;
ბ) ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატის მიღების შესახებ მოთხოვნას იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელზე არ არის გაცემული აქტიური სტატუსის ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატი;
გ) ორგანიზაციის დასახელებას, ხელმომწერი პირის/ექსპერტის სახელსა და გვარს, თანამდებობასა და ხელმოწერას;
დ) ხელმოწერის თარიღს;
ე) სააგენტოში განცხადების მატერიალური ფორმით წარმოდგენის შემთხვევაში, განცხადების წარმოდგენაზე უფლებამოსილი პირის რეკვიზიტებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი);
ვ) ექსპერტის ან/და საექსპერტო დაწესებულების უფლებამოსილი პირის საკონტაქტო ინფორმაციას (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, თანამდებობა, ელექტრონული ფოსტა და ტელეფონის ნომერი).
2. სააგენტოში წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული განცხადების დანართი;
ბ) განმცხადებლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ელექტრონული დოკუმენტიდან შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით ამოღებული, მხოლოდ დაშიფრული ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემები;
დ) შესაბამის სფეროში ექსპერტიზის განხორციელების უფლებამოსილების დამადასტურებელი ინფორმაცია და დოკუმენტი;
ე) განმცხადებლის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის ინდივიდუალური მოწყობილობის სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელზე არ არის გაცემული აქტიური სტატუსის ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატ