1. ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერის და შიფრაციის გასაღებების პასპორტს სისტემის მონაწილე იურიდიულ პირებს აძლევს სისტემის ორგანიზატორი.
2. ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერის და შიფრაციის გასაღებების პასპორტი უნდა შეიცავდეს ისეთ მონაცემებს, როგორიცაა:
ა) პასპორტის უნიკალური სარეგისტრაციო ნომერი;
ბ) პასპორტის მფლობელი ორგანიზაცია, მისი მისამართი;
გ) პასპორტის მფლობელი ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა;
დ) პასპორტის მოქმედების ვადა;
ე) მონაცემები პასპორტის მდგომარეობის შესახებ (ძალაშია, შეჩერებულია, გაუქმებულია);
ვ) პასპორტის გაცემის თარიღი, დრო;
ზ) პასპორტის გამცემი ორგანიზაცია;
თ) პასპორტის გამცემი პირი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა;
ი) ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერის და შიფრაციის გასაღებების სერიული ნომერი;
კ) ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერის საშუალებების დამზადების პროგრამული მოდული;
ლ) პასპორტის გამცემი პირის პირადი ხელმოწერა.
3. ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერის და შიფრაციის გასაღებების პასპორტის გაცემა ხდება ელექტრონული სახითაც, რომელიც დასტურდება სისტემის ორგანიზატორის ელექტრონული ხელმოწერით.
4. ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერის და შიფრაციის გასაღებების პასპორტი რეგისტრირდება პასპორტების რეესტრში, რომელსაც აწარმოებს სისტემის ორგანიზატორი.
5. ხელმოწერის გასაღებების პასპორტის შენახვის ვადაა 10 წელი, პასპორტში ნებისმიერი რეკვიზიტის ცვლილების მომენტიდან (როგორც ქაღალდის, ისე ელექტრონულის).
6. ხელმოწერის გასაღებების პასპორტის შენახვის ვადის გასვლის შემდეგ რეესტრიდან ჩანაწერი გადადის საარქივო შენახვის რეჟიმში