სისტემის ორგანიზატორი – ელექტრონულ-ტექნოლოგიური სისტემის მესაკუთრე (საქართველოს ეროვნული ბანკი).
ანგარიშსწორების სისტემის (RTGS) მონაწილე (მომხმარებელი) – ნებისმიერი საფინანსო-საკრედიტო დაწესებულება, რომელსაც აქვს საკორესპონდენტო, ანგარიშსწორებისა და სხვა ანგარიში საქართველოს საბანკო დაწესებულებაში (მის ფილიალში), არის ქვეყნის ტერიტორიაზე ანგარიშსწორების სუბიექტი და აკმაყოფილებს მოქმედი ელექტრონულ-ტექნოლოგიური სისტემის მოთხოვნებს.
დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემა (RTGS) – ფულადი სახსრების მიმოქცევის ორგანიზაციული ფორმების, პროცედურების, ტექნოლოგიურ-ფუნქციური და პროგრამულ-ტექნიკური საშუალებების ერთიანი კომპლექსი.
ელექტრონული საბუთი – ქაღალდის საბუთის ელექტრონული ასლი, წარმოადგენს საგადამხდელო ურთიერთობის სუბიექტებს შორის ოპერაციათა წარმოების საფუძველს, აქვს ბეჭდით და ხელმოწერებით დამოწმებული ქაღალდის საგადახდო საბუთების ტოლფასი იურიდიული ძალა.
ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერა – არის კომპიუტერული ტექნიკის მეშვეობით დამუშავებული სპეციალური სისტემის (ორგანიზატორის მიერ ტირაჟირებული), კრიპტოგრაფიული ალგორითმით ელექტრონული საბუთის დამუშავების შედეგად მიღებული სიმბოლოების მიმდევრობა, რომელიც ადასტურებს ელექტრონული საბუთის ნამდვილობას, მთლიანობას, ხელმომწერი პირის ვინაობას.
ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერის მფლობელი – პირი, რომელიც რეგისტრირებულია სისტემის ორგანიზატორის მიერ დადგენილი წესით.
ელექტრონული ხელმოწერის ღია გასაღები – ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერის შესამოწმებელ სიმბოლოთა ზოგადად მიღებული (ცნობილი) თანამიმდევრობა.
ელექტრონული ხელმოწერის დახურული გასაღები – ელექტრონულ- ციფრული ხელმოწერის გამოსამუშავებელ სიმბოლოთა თანამიმდევრობა, რომელიც იცის მხოლოდ უფლებამოსილმა პირმა.
არასანქცირებული წვდომა – ინფორმაციის ან სისტემის ფუნქციების წვდომა იმ პირთა მიერ, რომელთაც არა აქვთ ამის უფლება.
გასაღების კომპრომეტირება – დაკარგვა, მოპარვა, გასაღებთა არასანქცირებული კოპირება, აგრეთვე სხვა ვითარებები, როდესაც ნამდვილად უცნობია, რა დაემართა გასაღებს.
ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერის საშუალებები – პროგრამულ-ტექნიკური საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც ხდება ელექტრონულ საბუთზე ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერის შესრულება.
ელექტრონული საბუთის ნამდვილობა – ელექტრონული საბუთი ნამდვილია, თუ მან წარმატებით გაიარა სისტემაში არსებული შემოწმების პროცედურები და ნამდვილია ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერა.
ელექტრონული საბუთის ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერის ნამდვილობა – ელექტრონული საბუთის ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერა ნამდვილია, თუ სისტემა იძლევა შეტყობინებას, რომ ეს უკანასკნელი არის ნამდვილი და ელექტრონულ საბუთზე ხელმომწერმა მხარემ გამოიყენა ხელმოწერის არაკომპრომეტირებული გასაღები
საქართველოს საბანკო სისტემაში დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის (RTGS) უქაღალდო ტექნოლოგიაზე გადაყვანის შესახებ · რედაქცია 12.06.2003
მუხლი 2. ტერმინთა განსაზღვრებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 10. სისტემის ორგანიზატორის პასუხისმგებლობის საფუძვლები
- მუხლი 11. სისტემის მომხმარებლის ვალდებულებები
- მუხლი 13. ელექტრონული ინფორმაციის გაცვლის ზოგადი პრინციპები
- მუხლი 14. გადამხდელის მიერ ელექტრონული შეტყობინების უკან გამოთხოვა
- მუხლი 17. პრეტენზიის წარდგენა და დავის განხილვა
- მუხლი 1. მიზანი, რეგულირების საგანი და გავრცელების სფერო
- მუხლი 3. პირადი ხელმოწერის და ელექტრონულ-ციფრული
- მუხლი 4. ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერის და შიფრაციის გასაღებების პასპორტი
- მუხლი 5. ხელმოწერის გასაღებების პასპორტის მფლობელის ვადებულებები
- მუხლი 6. ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერის საშუალებების გამოყენება
- მუხლი 7. ელექტრონული საბუთების გაცვლის ზოგადი პრინციპები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „საქართველოს საბანკო სისტემაში დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის (RTGS) უქაღალდო ტექნოლოგიაზე გადაყვანის შესახებ“, მუხლი 2, №135, 12.06.2003, სარეგისტრაციო კოდი 220090000.10.008.005888 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1118204/muxli-2-2/