1. ხელმოწერის გასაღებების პასპორტის მფლობელი ვადებულია:
ა) ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერის გასაღებები შეინახოს საიდუმლოდ;
ბ) ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერისათვის არ ისარგებლოს ღია და დახურული გასაღებებით, თუ მან იცის, რომ ეს გასაღებები კომპრომეტირებულია;
გ) დაუყოვნებლივ მოითხოვოს ხელმოწერის გასაღებების პასპორტის მოქმედების შეჩერება, ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერის დახურული გასაღების საიდუმლოების დარღვევის საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.
2. ხელმოწერის გასაღებების პასპორტის მფლობელს არა აქვს უფლება გადასცეს მესამე პირს ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერის საშუალებები, ელექტრონულ-ციფრული გასაღებები, ცნობები ელექტრონული დოკუმენტების ფორმატების, ინფორმაციის დამუშავების ტექნოლოგიების შესახებ და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული სხვა ცნობები.
3. პასპორტის მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს წერილობით სისტემის ორგანიზატორს გასაღებების დაკარგვა ან მათი კომპრომეტირება და შეწყვიტოს მათი გამოყენება.
4. ამ მოთხოვნების დაუცველობით (რასაც ამტკიცებს მხარეთა მიერ შექმნილი კომისია) გამოწვეული ზარალის ანაზღაურება ეკისრება ხელმოწერის გასაღების პასპორტის მფლობელს.
5. სისტემის ორგანიზატორი გასაღებების კომპრომეტირების თაობაზე ინფორმაციის მიღების შემდეგ ვალდებულია შეაჩეროს მონაწილის შემდგომი მომსახურება ვითარების გამოსწორებამდე. ამ მომენტიდან მონაწილის ოპერაციების წარმოება შეიძლება მხოლოდ წარმოდგენილი ქაღალდის საბუთების საფუძველზე.
6. გასაღებების კომპრომეტირების თაობაზე სისტემის ორგანიზატორის ინფორმირებამდე ელექტრონული საბუთის დამუშავებით გამოწვეული ზარალი დაეკისრება სისტემის მონაწილეს, ხოლო სისტემის ორგანიზატორის ინფორმირების მიუხედავად, ელექტრონული საბუთის დამუშავების შედეგად მიყენებული ზარალი დაეკისრება სისტემის ორგანიზატორს.
7. სისტემის ორგანიზატორი უფლებამოსილია მუშაობის პროცესში განახორციელოს მონაწილის მიერ ორგანიზებული უსაფრთხოების ღონისძიებების კონტროლი