1. ელექტრონულ საბუთს ადგენს სისტემის ორგანიზატორი განსაზღვრული უსაფრთხოების პროცედურების მიხედვით.
2. სისტემის მონაწილე ელექტრონულ საბუთს, მისი ფორმირების შემდეგ, ადასტურებს თავისი ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერით და ახდენს მის შიფრაციას.
3. სისტემის ორგანიზატორის (ან მონაწილის) მიერ ელექტრონული საბუთი ითვლება გაგზავნილად იმ მომენტიდან, როდესაც საბუთი გადის მისი კონტროლის არედან და მიღებული აქვს შესაბამისი დასტური. კონტროლის არედან გასვლაში იგულისხმება საბუთის უკან დაბრუნების, მასში ცვლილების შეტანის ან გაუქმების შეუძლებლობა საბუთის მიმღები პირის თანხმობის გარეშე.
4. სისტემის ორგანიზატორის (ან მონაწილის) მიერ ელექტრონული საბუთი ითვლება მიღებულად იმ მომენტიდან, როდესაც ამ უკანასკნელს ეძლევა საბუთის წვდომის საშუალება.
5. ელექტრონული საბუთის მიღება-გადაცემის დასტური იგზავნება დაუყოვნებლივ (სისტემის მიერ – პროგრამულ-ტექნიკური საშუალებებით).
6. ელექტრონული საბუთის მიღების დადასტურება ნიშნავს, რომ დადგენილია საბუთის ნამდვილობის ფაქტი.
7. ელექტრონული საბუთის გაგზავნისას (ან მიღებისას) როგორც გამგზავნს, ისე მიმღებს უნდა დარჩეს ელექტრონული საბუთის გაგზავნის (ან მიღების) დასაბუთება (დასტური), რომელიც შეიძლება არსებობდეს ელექტრონული ან ქაღალდის საბუთის სახით.
8. სისტემაში საკორესპონდენტო ანგარიშიდან თანხის ჩამოწერა და მისი მოკორესპონდენტო ანგარიშზე ასახვა ხდება დროის ერთსა და იმავე მომენტში (რეალურ დროში), ამდენად გადარიცხვა იღებს დასრულებულის სტატუსს იმავე მომენტიდან (გადამხდელის ბანკი კარგავს, ხოლო მიმღების ბანკი იღებს სახსრების საკუთრების უფლებას)
საქართველოს საბანკო სისტემაში დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის (RTGS) უქაღალდო ტექნოლოგიაზე გადაყვანის შესახებ · რედაქცია 12.06.2003
მუხლი 7. ელექტრონული საბუთების გაცვლის ზოგადი პრინციპები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. მიზანი, რეგულირების საგანი და გავრცელების სფერო
- მუხლი 2. ტერმინთა განსაზღვრებები
- მუხლი 3. პირადი ხელმოწერის და ელექტრონულ-ციფრული
- მუხლი 4. ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერის და შიფრაციის გასაღებების პასპორტი
- მუხლი 5. ხელმოწერის გასაღებების პასპორტის მფლობელის ვადებულებები
- მუხლი 6. ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერის საშუალებების გამოყენება
- მუხლი 8. ელექტრონული საბუთების გაფორმება ქაღალდზე
- მუხლი 9. ელექტრონული საბუთების შენახვა
- მუხლი 10. სისტემის მონაწილის მიერ გასაღებების მიღება, შეცვლა და შენახვა
- მუხლი 11. პრეტენზიის წარდგენა და დავის განხილვა ოპერაციების წარმოებისას
- მუხლი 12. სადავო ელექტრონული საბუთის, ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერის გასაღებების ან ელექტრონული ხელმოწერის ნამდვილობის შემოწმება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „საქართველოს საბანკო სისტემაში დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის (RTGS) უქაღალდო ტექნოლოგიაზე გადაყვანის შესახებ“, მუხლი 7, №135, 12.06.2003, სარეგისტრაციო კოდი 220090000.10.008.005888 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1118204/muxli-7-2/