1. სისტემის ორგანიზატორის მიერ ანგარიშსწორების მონაწილის ელექტრონული მომსახურების პერიოდში დავის წარმოშობის შემთხვევაში, დაინტერესებული მხარე უგზავნის სათანადოდ გაფორმებულ პრეტენზიას მეორე მხარეს.
2. პრეტენზია ითვლება სათანადოდ გაფორმებულად, თუ მასში ასახულია პრეტენზიის წარმდგენი ორგანიზაციის დასახელება, პრეტენზიის არსის დეტალური აღწერა, უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, თარიღი, საპრეტენზიო ელექტრონული საბუთის ქაღალდის ასლი.
3. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ პრეტენზია არ არის გაფორმებული სათანადო წესით, მხარემ, რომელსაც წაყენებული აქვს პრეტენზია, უნდა აცნობოს აღმოჩენილი უზუსტობა პრეტენზიის წარმომდგენს.
4. სადავო ვითარების გადასაწყვეტად მხარეებს უფლება აქვთ პრეტენზიის განსახილველად შექმნან საექსპერტო კომისია (შემდეგში – კომისია), რომელიც შეიქმნება ერთჯერადად, კონკრეტული საკითხის განსახილველად.
5. კომისიამ უნდა უზრუნველყოს მხარეთა შორის შესაძლო შეთანხმების მიღწევა, ვიდრე მხარეები მიმართავენ საკითხის კანონმდებლობის (კერძო არბიტრაჟი, სასამართლო) წესით გადაწყვეტას.
6. კომისიის შემადგენლობის შეთანხმება მოხდება მხარეებს შორის და დამტკიცდება ორმხრივი აქტით.
7. კომისიის შემადგენლობაში შევლენ მხარეთა წარმომადგენლები თანაბარი რაოდენობით, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – დამოუკიდებელი ექსპერტებიც. კომისიის შემადგენლობაში ასევე უნდა შევიდეს საქართველოს ეროვნული ბანკის სპეციალისტი (სპეციალისტები) ინფორმაციის დაცვის სამსახურიდან.
8. მხარეთა წარმომადგენლებად, მათი თანამშრომლების გარდა, შეიძლება დაინიშნონ სხვა პირებიც, რომელთა უფლებამოსილება დასტურდება შესაბამისი მინდობილობით.
9. ასეთ შემთხვევაში, კომისიამ არა უმეტეს სამ კვირაში:
ა) უნდა მოახდინოს წევრებს შორის ფუნქციების განაწილება და განსაზღვროს მათი შესრულების ვადები;
ბ) უზრუნველყოს უთანხმოების აღმოფხვრა;
გ) გამოავლინოს ბრალეული მხარე;
დ) დაადგინოს მხარეთა მიერ მატერიალური ზარალის ანაზღაურების საკითხები;
ე) გაწეული მუშაობის შედეგები გააფორმოს „საექსპერტო დასკვნით“.
10. კომისიამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს შემადგენელ წევრთა ხმების ორი მესამედით.
11. თუ კომისიის „საექსპერტო დასკვნას“ არ ეთანხმება ან არ ასრულებს რომელიმე მხარე, ან თუ კომისიის წევრთა შორის ვერ მოხერხდა შეთანხმება, მხარეები მიმართავენ სასამართლოს