1. მოქმედი (ან არქივში არსებული) სადავო ელექტრონული საბუთის, ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერის გასაღების ან ელექტრონული ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმება უნდა მოხდეს სისტემის ორგანიზატორის შენობაში, მისივე პროგრამულ-ტექნიკური საშუალებებით.
2. შემოწმების პროცედურის ჩატარება სრულდება თავისუფალ (ცარიელ) ტექნიკურ საშუალებებზე სათანადო სისტემური და პროგრამული საშუალებების დაყენების და მისი სამუშაო მდგომარეობაში მზადყოფნის დადგენის შემდეგ.
3. დავის გადაწყვეტის მიზნით კომისიამ სადავო ელექტრონული საბუთის მფლობელი მოდავე მხარის პასუხისმგებელი პირისაგან უნდა მოითხოვოს დავის წარმომშობი ელექტრონული საბუთი და იმ გასაღებების კომპლექტის საკონტროლო ეგზემპლარის წარმოდგენა (ელექტრონულ ან ოპტიკურ მატარებელზე), რომლის მეშვეობითაც მოხდა ხელმოწერა.
4. აუცილებლობის შემთხვევაში კომისიას უფლება აქვს როგორც მომჩივან, ისე მოპასუხე მხარეს მოთხოვოს დავის წარმომშობი ელექტრონული საბუთის გაცვლის დამადასტურებელი დამატებითი საბუთები (შეტყობინებები, დასტურები, საკომუნიკაციო ოქმები და სხვ.).
5. სადავო ელექტრონული საბუთი უნდა წარედგინოს ფაილის სახით, სისტემაში გამოყენებული ფორმატით.
6. რომელიმე მხარის მიერ აღნიშნული მასალის წარმოდგენაზე უარის გაცხადების შემთხვევაში, მისი პრეტენზია ჩაითვლება უსაფუძვლოდ და დავა გადაწყდება მეორე მხარის სასარგებლოდ.
7. კომისია, პირველ რიგში, ადგენს მხარეთა მიერ წარდგენილი ღია გასაღებების იდენტურობას (ხელმოწერის გასაღებების პასპორტის მეშვეობით). მათი შეუსაბამობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება იმ მხარეს, რომელსაც აღმოაჩნდება შეუსაბამობა.
8. იმ შემთხვევაში, თუ გასაღებების ამ პირველადი შემოწმებით ვერ გადაწყდება დავა, სადავო ელექტრონული საბუთის და გასაღებების კომპლექტის საშუალებით მოწმდება სადავო ელექტრონული საბუთის ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერის ნამდვილობა.
9. სადავო ელექტრონული საბუთის ხელმოწერა უნდა შემოწმდეს სისტემაში გამოყენებული დაცვის საშუალებებით.
10. თუ შემოწმება იძლევა უარყოფით შედეგს, ელექტრონული საბუთის ხელმოწერა არ უნდა ჩაითვალოს ნამდვილად.
11. თუ საბუთი შექმნა სისტემის მონაწილემ, რომლის მიღებასაც არ უარყოფს სისტემის ორგანიზატორი და შემოწმების შედეგი ადასტურებს ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერის ნამდვილობას, პასუხისმგებლობა ელექტრონული საბუთის ნამდვილობაზე ეკისრება სისტემის მონაწილეს.
12. თუ საბუთი შექმნა სისტემის ორგანიზატორმა, რომლის მიღებასაც არ უარყოფს სისტემის მონაწილე და შემოწმების შედეგი ადასტურებს ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერის ნამდვილობას, პასუხისმგებლობა ელექტრონული საბუთის ნამდვილობაზე ეკისრება სისტემის ორგანიზატორს.
13. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე უარს აცხადებს ელექტრონულ საბუთზე, ანუ როცა მონაწილე ამტკიცებს, რომ სისტემის ორგანიზატორის მიერ მიღებული ელექტრონული საბუთი არ არის მისი გაგზავნილი, ხოლო სისტემის ორგანიზატორი ამტკიცებს საწინააღმდეგოს, საჭიროა კომისიამ:
ა) შეამოწმოს სისტემაში ამ ელექტრონული საბუთის შესრულება (გატარება). თუ სისტემაში აღნიშნული ელექტრონული საბუთი არ გატარებულა, დავის განხილვა უნდა შეწყდეს დავის საფუძვლის არარსებობის გამო;
ბ) სისტემის ორგანიზატორისაგან (მისი პასუხისმგებელი პირისაგან) მიიღოს სადავო ელექტრონული საბუთი, რომლის საფუძველზეც შესრულდა გატარება. სისტემის ორგანიზატორის მხრიდან სადავო ელექტრონული საბუთის წარმოდგენაზე უარის გაცხადების შემთხვევაში დავა გადაწყდება მონაწილის სასარგებლოდ;
გ) შეამოწმოს სისტემის ორგანიზატორის მიერ წარმოდგენილ ელექტრონულ საბუთზე მომხმარებლის ხელმოწერის ნამდვილობა. თუ ხელმოწერა არ არის ნამდვილი, დავის გადაწყვეტა ხდება მონაწილის სასარგებლოდ.
14. იმ შემთხვევაში, თუ სისტემის ორგანიზატორი (ან მონაწილე) უარს აცხადებს ელექტრონული საბუთის მიღებაზე, ანუ როცა მონაწილე (ან ორგანიზატორი) ამტკიცებს, რომ მის მიერ გაგზავნილი ელექტრონული საბუთი მიღებულია სისტემის ორგანიზატორის (ან მონაწილის) მიერ, ხოლო სისტემის ორგანიზატორი (ან მონაწილე) უარს აცხადებს მიღებაზე, საჭიროა კომისიამ:
ა) მონაწილეს (ან ორგანიზატორს) მოთხოვოს სადავო ელექტრონული საბუთი და სისტემის ორგანიზატორის (ან მონაწილის) დასტური მის მიღებაზე. სისტემის მონაწილის (ორგანიზატორის) მხრიდან სადავო ელექტრონული საბუთის, ან შესაბამისი დასტურის წარმოდგენაზე უარის გაცხადების შემთხვევაში დავის გადაწყვეტა ხდება სისტემის ორგანიზატორის (მონაწილის) სასარგებლოდ;
ბ) მოახდინოს ელექტრონული საბუთის და შესაბამისი დასტურის შედარება (მათ შორის, უნიკალური ნომრების – რომლებიც უნდა ემთხვეოდეს). თუ დასტურის მონაცემები არ შეესაბამება სადავო ელექტრონული საბუთის მონაცემებს, დავის გადაწყვეტა ხდება სისტემის ორგანიზატორის (მონაწილის) სასარგებლოდ;
გ) შეამოწმოს დასტურზე სისტემის ორგანიზატორის (მონაწილის) ხელმოწერის ნამდვილობა. თუ ხელმოწერა არ არის ნამდვილი, დავის გადაწყვეტა ხდება სისტემის ორგანიზატორის (მონაწილის) სასარგებლოდ.
15. მონაწილის მიერ გაგზავნილ ელექტრონულ საბუთსა და სისტემის ორგანიზატორის მიერ მიღებულ საბუთს შორის არსებული შეუსაბამობის შემთხვევაში წარმოშობილი დავის გადასაწყვეტად, ანუ როცა მონაწილე ამტკიცებს, რომ მის მიერ გაგზავნილი ელექტრონული საბუთი არ შეესაბამება სისტემის ორგანიზატორის მიერ გატარებულ საბუთს, ხოლო სისტემის ორგანიზატორი არ აღიარებს აღნიშნულს, მაშინ კომისიამ:
ა) სისტემის ორგანიზატორისაგან (ან მისი პასუხისმგებელი პირისაგან) უნდა მოითხოვოს ელექტრონული საბუთი, რომელიც მიიღო გასატარებლად. სისტემის ორგანიზატორის მხრიდან სადავო ელექტრონული საბუთის წარდგენაზე უარის გაცხადების შემთხვევაში დავა გადაწყდება მონაწილის სასარგებლოდ;
ბ) სისტემის ორგანიზატორის მიერ მიღებული ელექტრონული საბუთის შინაარსი უნდა შეუდაროს მომხმარებლის მიერ გადაცემულ საბუთს. იდენტურობის შემთხვევაში დავის გადაწყვეტა ხდება მონაწილის სასარგებლოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში დავა გადაწყდება ორგანიზატორის სასარგებლოდ;
გ) სისტემის ორგანიზატორის მიერ მიღებულ ელექტრონულ საბუთზე შეამოწმოს მონაწილის ხელმოწერის ნამდვილობა. თუ ხელმოწერა არ არის ნამდვილი, დავის გადაწყვეტა ხდება მონაწილის სასარგებლოდ
საქართველოს საბანკო სისტემაში დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის (RTGS) უქაღალდო ტექნოლოგიაზე გადაყვანის შესახებ · რედაქცია 12.06.2003
მუხლი 12. სადავო ელექტრონული საბუთის, ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერის გასაღებების ან ელექტრონული ხელმოწერის ნამდვილობის შემოწმება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 360. 1. ტვირთის მიღებაზე უფლებამოსილი პირი‚ სადგურის მოთხოვნით‚ ვალდებულია წარმოადგინოს პასპორტი ან პიროვნების დამადასტურებელი სხვა საბუთი
- მუხლი 17. სადავო საკითხის განხილვა
- მუხლი 13. 1. განმცხადებელი ვალდებულია განცხადებასთან ერთად წარადგინოს მოქალაქეობის საკითხის განსახილველად საჭირო ყველა საბუთი. განმცხადებელმა ამ დებულებით განსაზღვრული დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს იმ შემთხვევაშ
- მუხლი 431. სავალო საბუთის მოთხოვნის უფლება
- მუხლი 15. ადგილობრივ მოსაკრებლებთან დაკავშირებულ სადავო საკითხთა გადაწყვეტის წესი
- მუხლი 56. ციფრულ-ელექტრონული სისტემები და სერვისები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 6. ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერის საშუალებების გამოყენება
- მუხლი 7. ელექტრონული საბუთების გაცვლის ზოგადი პრინციპები
- მუხლი 8. ელექტრონული საბუთების გაფორმება ქაღალდზე
- მუხლი 9. ელექტრონული საბუთების შენახვა
- მუხლი 10. სისტემის მონაწილის მიერ გასაღებების მიღება, შეცვლა და შენახვა
- მუხლი 11. პრეტენზიის წარდგენა და დავის განხილვა ოპერაციების წარმოებისას
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „საქართველოს საბანკო სისტემაში დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის (RTGS) უქაღალდო ტექნოლოგიაზე გადაყვანის შესახებ“, მუხლი 12, №135, 12.06.2003, სარეგისტრაციო კოდი 220090000.10.008.005888 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1118204/muxli-12-2/