1. სისტემის ორგანიზატორის ან მომხმარებლის მიერ ელექტრონული ინფორმაცია ითვლება გაგზავნილად იმ მომენტიდან, როდესაც იგი გადის მათი კონტროლის არედან. კონტროლის არედ იგულისხმება ინფორმაციის უკან დაბრუნების, მასში ცვლილების შეტანის ან გაუქმების შეუძლებლობა ინფორმაციის მიმღები პირის თანხმობის გარეშე.
2. სისტემის მესაკუთრის ან მომხმარებლის მიერ ელექტრონული ინფორმაცია მიღებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც მათ ეძლევათ ინფორმაციის წვდომის საშუალება.
3. სისტემაში მონაცემების დამუშავების პირველი ეტაპი უნდა იყოს შეტყობინების ნამდვილობისა და ანგარიშების მდგომარეობის შემოწმება, რის შემდეგაც სრულდება ჩარიცხვების ან ჩამოწერის ოპერაციები