1. სისტემის ორგანიზატორსა და მომხმარებელს შორის ელექტრონული მომსახურების რეგულირების საფუძველია ეს დებულება და მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულება.
2. ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს ერთი კონკრეტული საგადამხდელო სისტემის მიმართებაში.
3. სხვადასხვა სისტემით ელექტრონული მომსახურების შემთხვევაში ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს თითოეულ საგადამხდელო სისტემაზე ცალ-ცალკე (მაგალითად, დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემაზე (RTGS), კლირინგის სისტემაზე, ოპერაციებზე პლასტიკური ბარათებით, ბანკომატებით, ოპერაციებზე ფასიანი ქაღალდებით და სხვ.).
4. ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს:
ა) ელექტრონული მომსახურების სახეს (სახეებს):
ბ) ოპერაციათა წარმოების წესს;
გ) საბუთბრუნვის წესს და ელექტრონულ გზავნილობებზე დასტურების აუცილებლობას;
დ) სახსრების გადარიცხვის დასრულებადობის საკითხს;
ე) მოთხოვნებს პროგარმულ-ტექნიკური საშუალებების მიმართ;
ვ) მხარეთა მოვალეობებსა და ვალდებულებებს;
ზ) პასუხისმგებლობას ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო;
თ) მომხმარებლისა და მესაკუთრის იდენტიფიკაციის საშუალებებს (ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერები, პაროლები, გასაღებები და სხვ.);
ი) მომსახურების დროს;
კ) მომხმარებლის მოთხოვნებისა და პრეტენზიების განხილვის წესს;
ლ) ხელშეკრულების შეჩერების (შეწყვეტის) და მისი განახლების საფუძვლებს.
5. ხელშეკრულება შეიძლება შეიცავდეს სხვა დამატებით პირობებს
საქართველოს საბანკო სისტემაში დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის (RTGS) უქაღალდო ტექნოლოგიაზე გადაყვანის შესახებ · რედაქცია 12.06.2003
მუხლი 8. შეთანხმება სისტემის ორგანიზატორსა და მომხმარებელს შორის ელექტრონული მომსახურების (საქმიანობის) შესახებ
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. ტერმინთა განსაზღვრებები
- მუხლი 3. ურთიერთობის სუბიექტები
- მუხლი 4. სტანდარტიზაცია
- მუხლი 5. სისტემის წვდომა
- მუხლი 6. ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა
- მუხლი 7. ელექტრონული ინფორმაციის შენახვა და განადგურება
- მუხლი 9. სისტემის ორგანიზატორის ვალდებულებები
- მუხლი 10. სისტემის ორგანიზატორის პასუხისმგებლობის საფუძვლები
- მუხლი 11. სისტემის მომხმარებლის ვალდებულებები
- მუხლი 13. ელექტრონული ინფორმაციის გაცვლის ზოგადი პრინციპები
- მუხლი 14. გადამხდელის მიერ ელექტრონული შეტყობინების უკან გამოთხოვა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „საქართველოს საბანკო სისტემაში დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის (RTGS) უქაღალდო ტექნოლოგიაზე გადაყვანის შესახებ“, მუხლი 8, №135, 12.06.2003, სარეგისტრაციო კოდი 220090000.10.008.005888 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1118204/muxli-8/