1. სისტემის ორგანიზატორი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის (არასათანადოდ შესრულების) შემთხვევაში პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. იმ შემთხვევაში, თუ სისტემის ორგანიზატორის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობა (არასათანადოდ შესრულება) გამოწვეულია სისტემის მუშაობაში გამოყენებულ ტექნიკურ საშუალებათა გამო, პასუხისმგებლობა ეკისრება სისტემის ორგანიზატორს, თუ იგი არ დაამტკიცებს, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობა (არასათანადოდ შესრულება) გამოწვეული იყო მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით.
3. ზარალი, რომელიც მიადგება სისტემის მომხმარებელს სისტემის ორგანიზატორის არაუფლებამოსილი პირის გამო, დაეკისრება სისტემის ორგანიზატორს მისი ბრალეულობის შემთხვევაში, თუ ამას დაამტკიცებს მხარეთა მიერ შექმნილი კომისია (ამავე დებულების მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი) ან სასამართლო.
4. სისტემის ორგანიზატორი პასუხს აგებს მომხმარებლისადმი მიყენებული იმ ზარალისათვის, რომელიც წარმოიშვა საბუთების გაცვლისას არსებული შეცდომებით იმის გამო, რომ მან ვერ უზრუნველყო ამ დებულებით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება ან გააგრძელა ელექტრონული მომსახურების გაწევა იმის მიუხედავად, რომ სისტემის მომხმარებელმა შეატყობინა არსებული შეცდომები
საქართველოს საბანკო სისტემაში დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის (RTGS) უქაღალდო ტექნოლოგიაზე გადაყვანის შესახებ · რედაქცია 12.06.2003
მუხლი 10. სისტემის ორგანიზატორის პასუხისმგებლობის საფუძვლები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 4. სტანდარტიზაცია
- მუხლი 5. სისტემის წვდომა
- მუხლი 6. ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა
- მუხლი 7. ელექტრონული ინფორმაციის შენახვა და განადგურება
- მუხლი 8. შეთანხმება სისტემის ორგანიზატორსა და მომხმარებელს შორის ელექტრონული მომსახურების (საქმიანობის) შესახებ
- მუხლი 9. სისტემის ორგანიზატორის ვალდებულებები
- მუხლი 11. სისტემის მომხმარებლის ვალდებულებები
- მუხლი 13. ელექტრონული ინფორმაციის გაცვლის ზოგადი პრინციპები
- მუხლი 14. გადამხდელის მიერ ელექტრონული შეტყობინების უკან გამოთხოვა
- მუხლი 17. პრეტენზიის წარდგენა და დავის განხილვა
- მუხლი 1. მიზანი, რეგულირების საგანი და გავრცელების სფერო
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „საქართველოს საბანკო სისტემაში დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის (RTGS) უქაღალდო ტექნოლოგიაზე გადაყვანის შესახებ“, მუხლი 10, №135, 12.06.2003, სარეგისტრაციო კოდი 220090000.10.008.005888 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1118204/muxli-10/