1. ნებისმიერი სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების და სისტემებს შორის თავსებადობის უზრუნველყოფის საფუძველი უნდა იყოს ერთიანი სტანდარტები (ფორმატები, ტერმინოლოგია, ფონტები და სხვ.), რომლებმაც ერთმნიშვნელოვნად უნდა ასახოს გამოყენებული სისტემის თავისებურებები.
2. კონკრეტულ სისტემაში გამოყენებული პროგრამულ-ტექნიკური და საკომუნიკაციო ტექნიკა უნდა აკმაყოფილებდეს ექსპლუატაციის პროცედურებს და სტანდარტიზაციის შესაბამის მოთხოვნებს.
3. ელექტრონული საქმიანობის უნიფიცირების მიზნით შემუშავებულ ეროვნულ (ან შიდაუწყებრივ) სტანდარტებთან ერთად შეიძლება საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებაც.
4. სისტემის ორგანიზატორსა და მომხმარებელს შორის ელექტრონული ინფორმაციის გაცვლისას გამოყენებული შეტყობინებები უნდა შეიცავდეს ისეთ ელემენტებს (რეკვიზიტებს), რომლებიც მას ანიჭებს სამართლებრივ სტატუსს (უნიკალური კოდი – რეფერენსი, ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერა, შიფრაცია და ა.შ.).
5. ინფორმაციის ელექტრონულად დამუშავებისას საჭიროა შეტყობინების ელემენტები განთავსდეს კონკრეტულ ადგილზე, კონკრეტული სიგრძით და წარმოდგენილი იყოს ისეთი ფორმატით, რომ შეიძლებოდეს მათი დამუშავება კონკრეტულ საგადამხდელო სისტემაში. სტანდარტიზაცია უნდა ხდებოდეს იმის გათვალისწინებით, რომ მიღებული სტანდარტები გამოიყენებოდეს სხვა სისტემებშიც, ანუ უზრუნველყოფილი იყოს თავსებადობა.
6. უნდა არსებობდეს ინფორმაციის ელექტრონულად გადაცემის საშუალება თავისუფალი ფორმატითაც
საქართველოს საბანკო სისტემაში დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის (RTGS) უქაღალდო ტექნოლოგიაზე გადაყვანის შესახებ · რედაქცია 12.06.2003
მუხლი 4. სტანდარტიზაცია
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. მიზანი, რეგულირების საგანი, გამოყენების სფერო
- მუხლი 2. ტერმინთა განსაზღვრებები
- მუხლი 3. ურთიერთობის სუბიექტები
- მუხლი 5. სისტემის წვდომა
- მუხლი 6. ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა
- მუხლი 7. ელექტრონული ინფორმაციის შენახვა და განადგურება
- მუხლი 8. შეთანხმება სისტემის ორგანიზატორსა და მომხმარებელს შორის ელექტრონული მომსახურების (საქმიანობის) შესახებ
- მუხლი 9. სისტემის ორგანიზატორის ვალდებულებები
- მუხლი 10. სისტემის ორგანიზატორის პასუხისმგებლობის საფუძვლები
- მუხლი 11. სისტემის მომხმარებლის ვალდებულებები
- მუხლი 13. ელექტრონული ინფორმაციის გაცვლის ზოგადი პრინციპები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „საქართველოს საბანკო სისტემაში დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის (RTGS) უქაღალდო ტექნოლოგიაზე გადაყვანის შესახებ“, მუხლი 4, №135, 12.06.2003, სარეგისტრაციო კოდი 220090000.10.008.005888 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1118204/muxli-4/