1. ინფორმაციის დაცვის პოლიტიკას განსაზღვრავს სისტემის ორგანიზატორი.
2. სისტემის ორგანიზატორი ვალდებულია უზრუნველყოს სისტემის (და მასში არსებული ინფორმაციის) დაცვა იმ მოთხოვნების შესაბამისად, რომლებიც შეთანხმებულია სისტემის მომხმარებელთან.
3. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის ინფორმაცია მიეკუთვნება კატეგორიას „სახელმწიფო საიდუმლო“ და რომლის დაცვის გარანტიასაც მოითხოვს მოქმედი კანონმდებლობა, სისტემის ორგანიზატორმა ასეთი ინფორმაციის დაცვა უნდა უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი წესებითა და მოთხოვნებით.
4. სისტემის მიმართ საფრთხის წარმოშობის შემთხვევაში მხარეები ვალდებული არიან დაუყოვნებლივ შეატყობინონ ერთმანეთს ხელშეკრულებით და შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად