სისტემის ორგანიზატორი ვალდებულია:
ა) სისტემის მომხმარებელს გაუწიოს ელექტრონული მომსახურება მომხმარებლის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დაცვის პირობებში;
ბ) შეასრულოს მხოლოდ სისტემის მომხმარებლის მიერ ინიციირებული ოპერაციები;
გ) არ დაუშვას ოპერაციების შესრულება შემოწმებისა და კონტროლის პროცედურების გარეშე;
დ) შესრულებული ოპერაციების შესახებ მომხმარებელს წარუდგინოს სათანადო ინფორმაცია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორმით და წესით;
ე) ინფორმაცია შეინახოს სადავო ვადის დასრულებამდე;
ვ) უზრუნველყოს არაუფლებამოსილი პირის მიერ ოპერაციების შესრულების გამორიცხვა;
ზ) სისტემაში ან მომსახურების პირობებში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში დროულად შეატყობინოს ეს მომხმარებელს;
თ) მომხმარებელს გაუწიოს კონსულტაციები და რეკომენდაციები, გადასცეს სათანადო დოკუმენტაცია კონკრეტულ სისტემასთან დაკავშირებით (მათ შორის, სისტემაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში)