1. ელექტრონული ინფორმაციის შენახვა უნდა განხორციელდეს სისტემის ორგანიზატორსა და მომხმარებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით და შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრული პირობებით.
2. ელექტრონული ინფორმაციის შენახვისას მხარეებმა უნდა უზრუნველყონ მისი დაცვა განზრახ ან დაუდევრობით გამოწვეული დამახინჯებისაგან, გაყალბებისა და არასანქცირებული განადგურებისაგან. საჭიროა სისტემისა და ინფორმაციის დაცვა არასანქცირებული წვდომისაგან.
3. ელექტრონული ინფორმაცია უნდა ინახებოდეს სისტემაში შემოსული საწყისი სახით ისეთ მაგნიტურ (ან ოპტიკურ) მატარებლებზე, რომლებიდანაც შესაძლებელი იქნება მისი გარანტირებული აღდგენა.
4. ელექტრონული ინფორმაცია უნდა ინახებოდეს 2 ეგზემპლარად, ერთმანეთისაგან დაშორებულ ფართობებში.
5. ელექტრონული ინფორმაციის ასლების შენახვა და განადგურება ხდება სისტემის ორგანიზატორსა და მომხმარებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
6. შენახვის მიზნით ელექტრონული საბუთების ქაღალდზე ამობეჭდვა სავალდებულო არ არის