საგადამხდელო სისტემა (სისტემა) – საგადამხდელო ურთიერთობის სუბიექტებს შორის ფულადი სახსრების მიმოქცევის ორგანიზაციულ-ტექნიკური ფორმების, ინსტრუმენტებისა და პროცედურების ერთობლიობა.
სისტემის ორგანიზატორი – საგადამხდელო სისტემის გამოყენებით მომხმარებლის მომსახურების უფლების მქონე იურიდიული პირი.
სისტემის მომხმარებელი – საბანკო სფეროს მომსახურებაში მყოფი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც გაფორმებული აქვს ხელშეკრულება სისტემის ორგანიზატორთან საგადამხდელო სისტემის გამოყენების შესახებ.
არაუფლებამოსილი პირი – პირი, რომელიც ორგანიზატორის ან მომხმარებლის სახელით უკანონოდ წვდება სისტემას.
ელექტრონული შეტყობინება (ელექტრონული საბუთი) – ქაღალდის საბუთის ელექტრონული ასლი, წარმოადგენს საგადამხდელო ურთიერთობის სუბიექტებს შორის ოპერაციათა წარმოების საფუძველს, აქვს ბეჭდით და ხელმოწერებით დამოწმებული ქაღალდის საგადახდო საბუთის ტოლფასი იურიდიული ძალა.
სახსრების გადარიცხვა – გადამხდელსა და მიმღებს შორის სახსრების მოძრაობა.
საგადამხდელო სისტემის მეშვეობით მომსახურების გაწევა – სახელშეკრულებო პირობების თანახმად შესაბამისი მოქმედებები.
საგადამხდელო სისტემის მეშვეობით მომსახურების გაწევისას გამოყენებული ტექნიკური საშუალებები – პროგრამულ-ტექნიკურ და ტექნოლოგიურ საშუალებათა ერთობლიობა, რომელიც სისტემის ორგანიზატორს ან მომხმარებლებს აძლევს მომსახურების გაწევის ან მიღების საშუალებას.
საანგარიშსწორებო დაწესებულებები – საბანკო დაწესებულებას დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფები, საანგარიშსწორებო-საკლირინგო ან საპროცესინგო ცენტრები და სხვა მსგავსი დაწესებულებები, რომლებიც ეწევიან საგადამხდელო სისტემების ექსპლუატაცია-მომსახურებას, ამყარებენ კავშირს სხვა საგადამხდელო სისტემებთან, უზრუნველყოფენ სათანადო ამონაწერების გაცემას და სხვ
საქართველოს საბანკო სისტემაში დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის (RTGS) უქაღალდო ტექნოლოგიაზე გადაყვანის შესახებ · რედაქცია 12.06.2003
მუხლი 2. ტერმინთა განსაზღვრებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. მიზანი, რეგულირების საგანი, გამოყენების სფერო
- მუხლი 3. ურთიერთობის სუბიექტები
- მუხლი 4. სტანდარტიზაცია
- მუხლი 5. სისტემის წვდომა
- მუხლი 6. ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა
- მუხლი 7. ელექტრონული ინფორმაციის შენახვა და განადგურება
- მუხლი 8. შეთანხმება სისტემის ორგანიზატორსა და მომხმარებელს შორის ელექტრონული მომსახურების (საქმიანობის) შესახებ
- მუხლი 9. სისტემის ორგანიზატორის ვალდებულებები
- მუხლი 10. სისტემის ორგანიზატორის პასუხისმგებლობის საფუძვლები
- მუხლი 11. სისტემის მომხმარებლის ვალდებულებები
- მუხლი 13. ელექტრონული ინფორმაციის გაცვლის ზოგადი პრინციპები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „საქართველოს საბანკო სისტემაში დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის (RTGS) უქაღალდო ტექნოლოგიაზე გადაყვანის შესახებ“, მუხლი 2, №135, 12.06.2003, სარეგისტრაციო კოდი 220090000.10.008.005888 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1118204/muxli-2/