1. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია ან/და მასთან დადოს შეთანხმება, რომელიც მოიცავს მომსახურების პირობებს, მათ შორის, მომსახურების გაწევის ვადებს, ტარიფებს, მომხმარებლისა და პროვაიდერის უფლებებსა და მოვალეობებს. საგადახდო მომსახურების პროვაიდერს არ აქვს უფლება, მომხმარებელს დააკისროს საკომისიოს გადახდა ინფორმაციის მიწოდებისთვის, აგრეთვე მაკორექტირებელი, არაავტორიზებული ოპერაციის ან/და ოპერაციის არასწორად შესრულების თავიდან ასარიდებლად პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისთვის, გარდა ამ კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 29-ე მუხლის მე-6 პუნქტითა და 302 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული შემთხვევებისა.
2. ამ კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და 302 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე დადგენილი საკომისიოს ოდენობა წინასწარ უნდა შეთანხმდეს საგადახდო მომსახურების პროვაიდერსა და მომხმარებელს შორის. საკომისიო უნდა იყოს გონივრული.
3. თუ გადამხდელისა და მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერი საქართველოში მოქმედი პროვაიდერია, გადამხდელი ვალდებულია გადაიხადოს თავისი საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ დადგენილი საკომისიო, ხოლო მიმღები ვალდებულია გადაიხადოს თავისი საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ დადგენილი საკომისიო.
4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ მომხმარებლისთვის ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი ყველა საკომისიოს შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი.
5. საგადახდო მომსახურების პროვაიდერსა და საგადახდო მომსახურების მომხმარებელ იმ იურიდიულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, უფლება აქვთ, ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, რომ მათ შორის არსებულ ურთიერთობებზე სრულად ან ნაწილობრივ არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკომისიოს დაკისრებასთან დაკავშირებული აკრძალვა, აგრეთვე ამავე მუხლის მე-2 პუნქტის და ამ კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე, 31-ე და 311 მუხლების, 32-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების, 33-ე მუხლის მე-6 და მე-8−მე-11 პუნქტებისა და 34-ე მუხლის მოქმედება. საგადახდო მომსახურების პროვაიდერსა და ამ პუნქტით გათვალისწინებულ საგადახდო მომსახურების მომხმარებელ იურიდიულ პირს ასევე უფლება აქვთ, ხელშეკრულებით განსაზღვრონ ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული ვადებისგან განსხვავებული ვადები.
საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.
საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022