ამ თავის მოქმედებიდან
1. ამ თავის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) საქართველოს ეროვნულ ბანკზე;
ბ) უცხოურ ცენტრალურ ბანკზე და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტზე;
გ) საერთაშორისოდ აღიარებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერზე, რომელიც არ არის რეგისტრირებული, როგორც იურიდიული პირი ან იურიდიული პირის ფილიალი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2−მე-7 პუნქტების, მე-17 მუხლისა და მე-18 მუხლის პირველი−მე-5 პუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებზე.
3. ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2−მე-7 პუნქტებისა და მე-17 მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე.
4. საქართველოს ეროვნული ბანკი ინდივიდუალურად განიხილავს უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის საერთაშორისოდ აღიარების საკითხს.
საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.
საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2610 – ვებგვერდი, 10.03.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.02.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 22.02.2023 კანონი №2610
- 09.09.2022 კანონი №1800
- 10.03.2017 კანონი №446
- 03.09.2015 კანონი №4199
წინა რედაქცია (12.06.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 14. გამონაკლისები ამ თავის მოქმედებიდან 1. ამ თავის მოქმედება არ ვრცელდება: ა) საქართველოს ეროვნულ ბანკზე; ბ) უცხოურ ცენტრალურ ბანკზე და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტზე; გ) საერთაშორისოდ აღიარებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერზე, რომელიც არ არის რეგისტრირებული, როგორც იურიდიული პირი ან იურიდიული პირის ფილიალი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი, მე-4 და 2−მე-57 პუნქტების, მე-17 მუხლისა და მე-18 მუხლის პირველი−მე-5 პუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებზე. 3. ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი, მე-4 და 2−მე-57 პუნქტებისა და მე-17 მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე. 4. საქართველოს ეროვნული ბანკი ინდივიდუალურად განიხილავს უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის საერთაშორისოდ აღიარების საკითხს.