1. ამ თავის მოთხოვნები უნდა შესრულდეს ამ კანონის მე-8 და მე-9 მუხლების დებულებების დაცვით.
2. ამ თავის მოქმედება ვრცელდება ლარითა და უცხოური ვალუტით განხორციელებულ გადახდის ოპერაციებზე. თუ გადახდის ოპერაციის (გარდა ერთიანი ევროგადახდის სივრცის (SEPA) ფარგლებში მოქმედი საგადახდო სქემით შესრულებული გადახდის ოპერაციებისა) განხორციელებაში მონაწილეობს უცხოური საგადახდო ან შეტყობინებების გაცვლის სისტემა, საქართველოში მოქმედ საგადახდო მომსახურების პროვაიდერზე არ ვრცელდება ამ კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 27-ე მუხლისა და 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები.
3. საგადახდო მომსახურების პროვაიდერს ან/და მომხმარებელს პასუხისმგებლობა არ ეკისრება ამ კანონის 222, 223, 24-ე−26-ე და 28-ე−34-ე მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნების საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საგანგებო მდგომარეობით, საომარი მდგომარეობით ან სხვა დაუძლეველი ძალით გამოწვეული შეუსრულებლობისთვის, თუ ამ გარემოებებმა უშუალო გავლენა იქონია ამ კანონის შესაბამისად პროვაიდერის ან მომხმარებლის მიერ ვალდებულებების შესრულებაზე. მხარე, რომელიც პასუხისმგებლობის გამოსარიცხად დაუძლეველ ძალაზე მიუთითებს, ვალდებულია დაამტკიცოს, რომ ადგილი ჰქონდა ასეთ მოვლენას. მხარე ვალდებულია დაამტკიცოს, რომ დაუძლეველმა ძალამ უშუალო გავლენა იქონია მის მიერ ვალდებულების შესრულებაზე.
4. საგადახდო მომსახურების პროვაიდერს ან/და მომხმარებელს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება ამ კანონის 222, 223, 24-ე−26-ე და 28-ე−34-ე მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის განსაკუთრებული გარემოების საფუძველზე ან/და ფინანსური სისტემის სტაბილურობის მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ოპერაციების შეზღუდვის შემთხვევაში.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისთვის დაუძლეველ ძალას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როდესაც ის არ ექვემდებარება მხარის კონტროლს და რომლის შედეგების თავიდან აცილება შეუძლებელი იქნებოდა მხარის გონივრული გულმოდგინებისა და ძალისხმევის მიუხედავად.
საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.
საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 09.09.2022-ის აქტით. ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 09.09.2022 კანონი №1800
- 10.03.2017 კანონი №446
- 03.09.2015 კანონი №4199
წინა რედაქცია (12.06.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 19. საგადახდო მომსახურების დაცვა 1. ამ თავის მოთხოვნები უნდა შესრულდეს ამ კანონის მე-8 და მე-9 მუხლების დებულებების დაცვით. 2. ამ თავის მოქმედება ვრცელდება ლარითა და უცხოური ვალუტით განხორციელებულ გადახდის ოპერაციებზე. თუ გადახდის ოპერაციის (გარდა ერთიანი ევროგადახდის სივრცის (SEPA) ფარგლებში მოქმედი საგადახდო სქემით შესრულებული გადახდის ოპერაციებისა) განხორციელებაში მონაწილეობს უცხოური საგადახდო ან შეტყობინებების გაცვლის სისტემა, საქართველოში მოქმედ საგადახდო მომსახურების პროვაიდერზე არ ვრცელდება ამ კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 27-ე მუხლისა და 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები. 3. სამ კგანონის 24-ე, 25-ე და 26-ეხდო მუომსახლურების, 30- პროვაიდერს ან/და მუომხლის პიმარვებელის პასუნქტხის „მგ“ ქვეპუნქტბლობა არ ეკის დრება ამე-2 პუ კანქტონის „დ“ და „222, 223, 24-ე“ ქვ−26-ეპუნქტებისა და 3228-ე−34-ე მუხლის მოქმედებით განსარ ზღვრცეულდი მოთხოვნება ის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საგანგებო მდგომარეობით, საომარი მდგომარეობით ან სხვა დაუძლეველი ძალით გამოწვეული შეუსრულებლობისთვის, თუ ეს ამ დგომარემოებებმა უშუალოდ ახდენს გავლენას იქონია მავემ კანონის შესაბამისად პროვაიდერის ან მომხმარებლის მიერ ვალდებულებების შესრულებაზე. მხარე, რომელიც პასუხისმგებლობის გამოსარიცხად დაუძლეველ ძალაზე მიუთითებს, ვალდებულია დაამტკიცოს, რომ ადგილი ჰქონდა ასეთ მოვლენას. მხარე ვალდებულია დაამტკიცოს, რომ დაუძლეველმა ძალამ უშუალო გავლენა იქონია მის მიერ ვალდებულების შესრულებაზე. 4. საგადახდო მომსახურების პროვაიდერს ან/და მომხმარებელს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება ამ კანონის 222, 223, 24-ე−26-ე და 28-ე−34-ე მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის განსაკუთრებული გარემოების საფუძველზე ან/და ფინანსური სისტემის სტაბილურობიდან გას მომდიზნარე,ით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ოპერაციების შეზღუდვის შემთხვევაში. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისთვის დაუძლეველ ძალას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როდესაც ის არ ექვემდებარება მხარის კონტროლს და რომლის შედეგების თავიდან აცილება შეუძლებელი იქნებოდა მხარის გონივრული გულმოდგინებისა და ძალისხმევის მიუხედავად.