1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დამატებითი მოთხოვნები დაუდგინოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, თუ მის მიერ ან/და მასთან დაკავშირებული პირის მიერ გამოშვებული ელექტრონული ფულის მოცულობა ან სხვა საგადახდო მომსახურების ბრუნვა აჭარბებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ზღვრებს.
2. თუ საქართველოს ეროვნული ბანკი საგადახდო მომსახურების პროვაიდერს საზოგადოების ნდობის, საგადახდო სისტემის, ფინანსური სისტემის სტაბილურობის შესანარჩუნებლად ან/და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის სოციალური და საზოგადოებრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით მნიშვნელოვნად მიიჩნევს, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მასზე გაავრცელოს ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დადგენილი მოთხოვნები, მიუხედავად იმისა, რომ ამ პროვაიდერის მიერ ან/და მასთან დაკავშირებული პირის მიერ გამოშვებული ელექტრონული ფულის მოცულობა ან სხვა საგადახდო მომსახურების ბრუნვა არ აჭარბებს იმავე პუნქტის შესაბამისად დადგენილ ზღვრებს.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი (შემდგომ − საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერი) ვალდებულია საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე დაიცვას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული და გაანგარიშებული საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა მისი სახეობების, მათ შორის, საწყისი და მიმდინარე კაპიტალის, მიხედვით.
4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის განსაზღვროს პირობები, როდესაც პირი შეიძლება მიჩნეულ იქნეს საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან დაკავშირებულ პირად.
5. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერისთვის დადგენილი მოთხოვნები აგრძელებს მოქმედებას, მიუხედავად იმისა, რომ გაცემულ ელექტრონული ფულის ინსტრუმენტებზე არსებული ელექტრონული ფულის მოცულობა ან სხვა საგადახდო მომსახურების ბრუნვა აღარ აჭარბებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადგენილ ზღვრებს, გარდა ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გაათავისუფლოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერი საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერისთვის დადგენილი მოთხოვნების დაცვისგან, თუ:
ა) გაცემულ ელექტრონული ფულის ინსტრუმენტებზე არსებული ელექტრონული ფულის მოცულობა ან სხვა საგადახდო მომსახურების ბრუნვა ზედიზედ 3 თვის განმავლობაში აღარ აჭარბებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადგენილ ზღვრებს;
ბ) მისთვის დამატებითი მოთხოვნები დადგინდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე.
7. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვან პროვაიდერს მოსთხოვოს და მიიღოს ფინანსური, მათ შორის, აუდიტირებული, სტატისტიკური და სხვა ნებისმიერი ინფორმაცია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
8. საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერი ვალდებულია აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს მიერ დამტკიცებული ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით.
9. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერისთვის, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულების გარდა, სამართლებრივი აქტით დამატებით განსაზღვროს ფინანსური ანგარიშგების აუდიტირების ვალდებულება და ამ ვალდებულების შესრულების წესი.
საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1897 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.
საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 09.09.2022-ის აქტით. ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 09.09.2022 კანონი №1800
- 23.12.2017 კანონი №1897
- 10.03.2017 კანონი №446
- 03.09.2015 კანონი №4199
წინა რედაქცია (12.06.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 17. საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერი 1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დამატებითი მოთხოვნები დაუდგინოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, თუ მის მიერ ან/და მასთან დაკავშირებული პირის მიერ გამოშვებული ელექტრონული ფულის მოცულობა ან სხვა საგადახდო მომსახურების ბრუნვა გადააჭარბებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ზღვრებს. 2. თუ საქართველოს ეროვნული ბანკი საგადახდო მომსახურების პროვაიდერს საზოგადოების ნდობის, საგადახდო სისტემის, ფინანსური სისტექმის სტაბილურობის შესანარჩუნებლად ან/და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის სოციალური და საზოგადოებრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით მნიშვნელოვნად მიიჩნევს, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მასზე გაავრცელოს ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დადგენილი მოთხოვნები, მიუხედავად იმისა, რომ ამ პროვაიდერის მიერ ან/და მასთან დაკავშირებული პირის მიერ გამოშვებული ელექტრონული ფულის მოცულობა ან სხვა საგადახდო მომსახურების ბრუნვა არ აჭარბებს ამ მუხლის პირმაველი პუნქტის შესაბამისად დადგენილ ზღვრებს. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებშით გაღნთვალიშსწინებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი (შემდგომ − საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერი) ვალდებულია საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე დაიცვას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული და გაანგარიშებული საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა, მისი სახეობების, მიხედვით. თუ საგადახდო მომსახურების მნით შვნელოვანი პროვაიდერი იმავდროულად არის მიკრო, საფწყინანსო ორგანი ზაცია, მან უნდა დაიცვას ამ კანონის საფუძველზე და „მდიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კაპიტალის ოდენობებს შორ, მის უხედვიდესით. 4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის განსაზღვროს პირობები, როდესაც პირი შეიძლება მიჩნეულ იქნეს საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან დაკავშირებულ პირად. 5. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერის მიმართვის დადგენილი მოთხოვნები ძალაში გრჩძელებს მოქმედებას, მიუხედავად იმისა, რომ გაცემულ ელექტრონული ფულის ინსტრუმენტებზე არსებული ელექტრონული ფულის მოცულობა ან სხვა საგადახდო მომსახურების ბრუნვა აღარ აჭარბებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადგენილ ზღვრებს, გარდა ამავე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღთვრალისწინებული შემთხვევებისა. 6. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გაათავისუფლოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერი საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერის მიმართვის დადგენილი მოთხოვნების დაცვისგან, თუ: ა) გაცემულ ელექტრონული ფულის ინსტრუმენტებზე არსებული ელექტრონული ფულის მოცულობა ან სხვა საგადახდო მომსახურების ბრუნვა ზედიზედ სამი3 თვის განმავლობაში აღარ აჭარბებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადგენილ ზღვრებს; ბ) მისთვის დამატებითი მოთხოვნები დადგინდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე. 7. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით ს შესაბამისად საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვან პროვაიდერს მოსთხოვოს და მიიღოს ფინანსური, მათ შორის, აუდიტირებული, სტატისტიკური და სხვა ნებისმიერი ინფორმაცია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. 8. საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერი ვალდებულია აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს მიერ დამტკიცებული ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით. 9. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერისთვის, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულების გარდა, სამართლებრივი აქტით დამატებით განსაზღვროს ფინანსური ანგარიშგების აუდიტირების ვალდებულება და ამ ვალდებულების შესრულების წესი.