საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია, ამ წესის მე-3 მუხლის მე-2–მე-4 პუნქტების მოთხოვნების დაცვით, არ გამოიყენოს მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაცია იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ახორციელებს უკონტაქტო ელექტრონული გადახდის ოპერაციის ინიციირებას და დაკმაყოფილებულია შემდეგი დებულებებიდან ერთ-ერთი:
ა) უკონტაქტო ერთი ტრანზაქციის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 150 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში და მიყოლებით შესრულებული უკონტაქტო გადახდების მაქსიმალური თანხა არ უნდა აღემატებოდეს 600 ლარს, ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში;
ბ) უკონტაქტო ერთი ტრანზაქციის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 150 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში და მიყოლებით შესრულებული უკონტაქტო გადახდების მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა იყოს ოთხზე მეტ