1. ელექტრონული გადახდის ოპერაციის ინიციირებისას მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის გამოყენებისთვის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, ამ წესის მე-6 მუხლის მოთხოვნების შესრულებასთან ერთად, ვალდებულია შეიმუშაოს და დანერგოს უსაფრთხოების ზომები, რომლებიც ითვალისწინებს ყველა შემდეგ მოთხოვნას:

ა) საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია გადამხდელს აჩვენოს ოპერაციის თანხისა და მიმღების შესახებ ინფორმაცია;

ბ) ავთენტიფიკაციის კოდი გენერირებული უნდა იყოს სპეციალურად გადამხდელის მიერ გადახდის ოპერაციის ინიციირებისას დადასტურებული გადახდის ოპერაციის თანხისთვის და მიმღებისთვის;

გ) საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ დადასტურებული ავთენტიფიკაციის კოდი უნდა შეესაბამებოდეს გადამხდელის მიერ დადასტურებულ თავდაპირველ გადახდის ოპერაციის თანხასა და მიმღებს;

დ) გადახდის ოპერაციის თანხის ან მიმღების ცვლილება უნდა იწვევდეს გენერირებული ავთენტიფიკაციის კოდის არავალიდურობას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია შეიმუშაოს და დანერგოს უსაფრთხოების ზომები, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება შემდეგი ინფორმაციის კონფიდენციალურობა, უცვლელობა და მთლიანობა:

ა) ავთენტიფიკაციის ნებისმიერ ეტაპზე გადახდის ოპერაციის თანხის ოდენობა და მიმღები;

ბ) ავთენტიფიკაციის ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის, ავთენტიფიკაციის კოდის გენერირების, გადაცემის და გამოყენების პროცესში გადამხდელისთვის ნაჩვენები ინფორმაცია.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის გამოყენებისას ავთენტიფიკაციის კოდი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) საბარათე გადახდის ოპერაციის შემთხვევაში, რომლის ინიციირებისთვის გადამხდელი დაეთანხმა განსაზღვრული თანხის დაბლოკვას, ავთენტიფიკაციის კოდი უნდა შეესაბამებოდეს მხოლოდ იმ თანხას, რომლის ოდენობა გადამხდელმა დაადასტურა და მის დაბლოკვას დაეთანხმა გადახდის ოპერაციის ინიციირებისას;

ბ) გადახდის ოპერაციებთან მიმართებაში, რომლებზეც გადამხდელი დაეთანხმა დისტანციური ელექტრონული გადახდის ოპერაციების პაკეტური ფაილის სახით შესრულებას ერთი ან მეტი მიმღების მიმართ, ავთენტიფიკაციის კოდი უნდა შეესაბამებოდეს მხოლოდ ამ გადახდის ოპერაციების პაკეტური ფაილის ჯამურ თანხას და მითითებულ მიმღებს/მიმღებებ