1. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით არ გაავრცელოს ამ წესის მოქმედება სპეციფიკური, შეზღუდული გამოყენების საგადახდო ინსტრუმენტზე, რომელიც მოქმედებს მხოლოდ საქართველოში და აკმაყოფილებს შემდეგი პირობებიდან ერთ-ერთს:
ა) უშუალოდ ინსტრუმენტის გამომშვებსა და მომსახურების მიმწოდებლებს შორის არსებული კომერციული/სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში, ინსტრუმენტის მფლობელს აქვს საშუალება მხოლოდ ამავე მომსახურების მიმწოდებლების შეზღუდულ ქსელში შეიძინოს საქონელი ან/და მომსახურება;
ბ) ინსტრუმენტი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქონლის ან/და მომსახურების მკაცრად შეზღუდული სპექტრის შესაძენად;
გ) ინსტრუმენტი გაიცემა მეწარმე სუბიექტის ან ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნით, ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს სოციალურ ან საგადასახადო მიზნებს და გამოიყენება განსაზღვრული საქონლის ან/და მომსახურების შესაძენად იმ მიმწოდებლებისგან, რომელთაც ხელშეკრულება დადებული აქვს ამ ინსტრუმენტის გამომშვებთან.
2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, რომელსაც სურს ისარგებლოს კონკრეტული ინსტუმენტის მიმართ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილებით, ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს თანხმობის მისაღებად წერილობით წარუდგინოს საგადახდო ინსტრუმენტის შესახებ ინფორმაცია და აღწერა. საქართველოს ეროვნული ბანკი საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ აღნიშნული უფლებამოსილებით სარგებლობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ინფორმაციისა და აღწერის მიღებიდან 30 სამუშაო დღის ვადაშ