ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ავთენტიფიკაცია – პროცედურა, რომელიც საგადახდო მომსახურების პროვაიდერს საშუალებას აძლევს მოახდინოს მომხმარებლის იდენტობის დადგენა ან/და საგადახდო ინსტრუმენტის გამოყენების ვალიდურობის დადგენა, რომელიც, მათ შორის, მოიცავს მომხმარებლის მიერ გამოყენებული უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლების შემოწმებას;
ბ) მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაცია – ავთენტიფიკაცია, რომელიც დამყარებულია ორი ან მეტი შემდეგი სხვადასხვა კატეგორიის ელემენტების გამოყენებაზე: ცოდნა (ის, რაც მხოლოდ მომხმარებელმა იცის), ფლობა (ის, რასაც მხოლოდ მომხმარებელი ფლობს) და უნიკალურობა (ის, რაც თვით მომხმარებელია), რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებელია იმგვარად, რომ ერთი კატეგორიის ელემენტის ნებისმიერი გზით გამჟღავნება არ გამოიწვევს დანარჩენი კატეგორიების ელემენტის/ელემენტების საიმედოობის კომპრომეტირებას. ავთენტიფიკაციის პროცედურა შემუშავებული და დანერგილი უნდა იყოს იმგვარად, რომ მისი განხორციელებისას დაცული იქნეს ავთენტიფიკაციის მონაცემების კონფიდენციალობა;
გ) უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლები – პერსონიფიცირებული მახასიათებლები, რომელსაც საგადახდო მომსახურების პროვაიდერი აწვდის მომხმარებელს ავთენტიფიკაციის მიზნებით;
დ) სენსიტიური საგადახდო მონაცემი – მონაცემები, მათ შორის, უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლები, რომლის საშუალებით შესაძლებელია თაღლითური ოპერაციის განხორციელება;
ე) პაკეტური ფაილი – ერთზე მეტი ინდივიდუალური გადახდის ოპერაციების ერთობლიობ