1. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია შეიმუშაოს და დანერგოს ზომები ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ცოდნის კატეგორიის ელემენტების არაუფლებამოსილი პირების მიერ მოპოვების ან ასეთი პირებისთვის მათი გამჟღავნების რისკების შესამცირებლად.

2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია შეიმუშაოს და დანერგოს რისკების შემცირების ზომები, რათა თავიდან იქნეს აცილებული გადამხდელის მიერ ცოდნის კატეგორიის ელემენტების გამოყენებისას მათი არაუფლებამოსილი პირებისთვის გამჟღავნებ