1. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია გამოიყენოს მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაცია, თუ გადამხდელი ქმნის ან ცვლის სანდო ბენეფიციარების ჩამონათვალს გადამხდელის ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საშუალებით.

2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია, ამ წესის მე-3 მუხლის მე-2-მე-4 პუნქტების მოთხოვნების დაცვით, არ გამოიყენოს მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაცია იმ შემთხვევაში, თუ გადამხდელი ახორციელებს გადახდის ოპერაციის ინიციირებას და ამ ქმედებამდე მიმღები დამატებული იყო გადამხდელის მიერ შექმნილ სანდო ბენეფიციარების ჩამონათვალში. გამონაკლისით სარგებლობა დასაშვებია გადამხდელის მიერ სანდო ბენეფიციარის სიაში დამატებიდან არანაკლებ 24 საათის შემდეგ.

3. ამ მუხლის მიზნებისთვის, სანდო ბენეფიციარი გულისხმობს მიმღებს, რომლის მიმართ მომხმარებელს გააჩნია ნდობა და ძლიერი ავთენტიფიკაციის განხორცილების გარეშე გადახდის ოპერაციის მის მიმართ შესრულება მომხმარებლის შეხედულებით არ არის რისკის შემცველი. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, მომხმარებელს მიაწოდოს ცალსახა და დეტალური ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ.

4. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია, რისკზე დაფუძნებული მიდგომის საფუძველზე, ასევე, მომხმარებლებისგან მიღებული საჩივრების გათვალისწინებით განსაზღვროს ბენეფიციარები, რომლებთან მიმართებაში ის არ ისარგებლებს ამ მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისით.

5. საგადახდო მომსახურების პროვაიდერს არ აქვს უფლება მომხმარებლის მიერ მიმღების რეკვიზიტების დამახსოვრება მიიჩნიოს მომხმარებელის მიერ მიმღების სანდო ბენეფიციარების ჩამონათვალში დამატება