1. გადახდილი საფასური უბრუნდება განმცხადებელს, თუ:
ა) საფასური გადახდილია ამ დადგენილებით განსაზღვრულ განაკვეთზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში, ბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და დადგენილებით განსაზღვრულ განაკვეთს შორის;
ბ) განმცხადებელმა ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების მიღებამდე უარი განაცხადა მომსახურების მიღებაზე და მოითხოვა გადახდილი თანხის დაბრუნება.
2. საფასური ბრუნდება მოთხოვნიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილ უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 1 (ერთი) თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური არ ბრუნდება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.
3. მომსახურების საფასურის გადახდისგან გათავისუფლებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი (მათ შორის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები), საკუთარი საქმიანობის ფარგლებში