1. ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) ინფრასტრუქტურის (სააგენტოს სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსებული შემსყიდველი ორგანიზაციის სერვერების, მონაცემთა შენახვის სისტემების, ვებგვერდების ან/და ქსელური აპარატურის) ადმინისტრირების მომსახურების საფასურის ოდენობები:
მომსახურების დასახელება
მომსახურების საფასური დღგ-ის ჩათვლით (ლარი)
ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) ინფრასტრუქტურის (სააგენტოს სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსებული შემსყიდველი ორგანიზაციის სერვერების, მონაცემთა შენახვის სისტემების, ვებგვერდების ან/და ქსელური აპარატურის) ადმინისტრირება
X
2. მომსახურების საფასური X გამოითვლება შემდეგი წესით: მომსახურების გაწევისათვის საჭირო კაცსაათების ოდენობა მრავლდება 1 კაც-საათის ღირებულებაზე, აქედან, 1 კაც-საათის ღირებულება შეადგენს 36.00 (ოცდათექვსმეტი) ლარს, ამასთან, მომსახურების გაწევისათვის საჭირო კაც-საათების ოდენობას შემსყიდველი ორგანიზაცია განსაზღვრავს წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გასაზღვრული მოთხოვნის მიღებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაშ