1. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ქსელის ადმინისტრატორის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება ან/და დიპლომირებული სპეციალისტი ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში;

ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;

გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;

დ) ინგლისური ენის კარგად ცოდნა;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;

ვ) ქსელურ პროტოკოლებთან (TCP/IP, DNS, DHCP, STP, NAT (PAT), UDP, RIP, OSPF, EIGRP VPN და ა.შ.) მუშაობის გამოცდილება;

ზ) ქსელურ მოწყობილობებთან (სერვერები, სვიჩები, მარშრუტიზატორები, უსადენო კავშირის სისტემები) მუშაობის გამოცდილება;

თ) საქართველოს მთავრობის 2026 წლის 28 აპრილის №170 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებისა და სტრუქტურის“ ცოდნა;

ი) გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;

კ) პასუხისმგებლობის გრძნობა;

ლ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;

მ) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;

ნ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;

ო) გუნდურად მუშაობის უნარი;

პ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

ჟ) შრომისმოყვარეობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.

2. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ქსელის ადმინისტრატორის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:

ა) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ცოდნა;

ბ) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;

გ) დამატებითი უცხოური ენის ცოდნა.

თავი IV

მონიტორინგის დეპარტამენ