1. მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ ოთხწლიანი გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ე.ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ე.ბ) საქართველოს მთავრობის 2026 წლის 28 აპრილის №170 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;
ვ) ხელმძღვანელობის, ზედამხედველობისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
ზ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
თ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ი) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
კ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
ლ) გუნდურად მუშაობის უნარი;
მ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
ო) შრომისმოყვარეობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.
2. მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:
ა) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
გ) უცხოური ენის ცოდნ