1. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი პროგრამისტის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება ან/და ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში დიპლომირებული სპეციალისტი;
ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;
გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
დ) ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
ვ) პროგრამირების ენების (PHP, HTML, CSS, JavaScript, JSON, MySQL, jQuery) კარგად ცოდნა;
ზ) მობილური აპლიკაციებისა და შესაბამისი ვებკომპონენტების შემუშავების გამოცდილება;
თ) CMS-თან მუშაობის გამოცდილება;
ი) საქართველოს მთავრობის 2026 წლის 28 აპრილის №170 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებისა და სტრუქტურის“ ცოდნა;
კ) გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
ლ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
მ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ნ) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
ო) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
პ) გუნდურად მუშაობის უნარი;
ჟ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
რ) შრომისმოყვარეობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.
2. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი პროგრამისტის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:
ა) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ცოდნა;
ბ) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;
გ) დამატებითი უცხოური ენის ცოდნ