1. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის სისტემური ადმინისტრატორის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება ან/და დიპლომირებული სპეციალისტი ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში;
ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;
გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
დ) ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
ვ) სერვერულ ოპერაციულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
ზ) ქსელურ პროტოკოლებთან (TCP/IP, DNS, DHCP და ა.შ.) მუშაობის გამოცდილება;
თ) Windows-ის სისტემებზე არსებულ ინფრასტრუქტურულ გადაწყვეტილებებთან (Fileserver, Lync Server 2010/2013, IIS, Exchange, Active Directory და ა.შ.) მუშაობის გამოცდილება;
ი) ვირტუალურ პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება;
კ) ბლეიდცენტრებთან მუშაობის გამოცდილება;
ლ) VOIP ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება;
მ) Linux-ის სისტემებზე არსებულ ინფრასტრუქტურულ გადაწყვეტილებებთან (Apache, PHP, MYSQL, phpmyadmin) მუშაობის გამოცდილება;
ნ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებისა და სტრუქტურის“ ცოდნა;
ო) გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
პ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
ჟ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
რ) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
ს) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
ტ) გუნდურად მუშაობის უნარი;
უ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
ფ) შრომისმოყვარეობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.
2. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის სისტემური ადმინისტრატორის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:
ა) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ცოდნა;
ბ) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;
გ) დამატებითი უცხოური ენის ცოდნ