1. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ქსელის ადმინისტრატორის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება ან/და დიპლომირებული სპეციალისტი ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში;
ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;
გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
დ) ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
ვ) ქსელურ პროტოკოლებთან (TCP/IP, DNS, DHCP, STP, NAT (PAT), UDP, RIP, OSPF, EIGRP VPN და ა.შ.) მუშაობის გამოცდილება;
ზ) ქსელურ მოწყობილობებთან მუშაობის (სერვერები, სვიჩები, მარშუტიზატორები, უსადენო კავშირის სისტემები) მუშაობის გამოცდილება;
თ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებისა და სტრუქტურის“ ცოდნა;
ი) გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
კ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
ლ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
მ) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
ნ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
ო) გუნდურად მუშაობის უნარი;
პ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
ჟ) შრომისმოყვარეობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.
2. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ქსელის ადმინისტრატორის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:
ა) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ცოდნა;
ბ) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;
გ) დამატებითი უცხოური ენის ცოდნა.
მონიტორინგის დეპარტამენ