1. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის სისტემური ადმინისტრატორის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება ან/და დიპლომირებული სპეციალისტი ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში;

ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;

გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;

დ) ინგლისური ენის კარგად ცოდნა;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;

ვ) სერვერულ ოპერაციულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;

ზ) ქსელურ პროტოკოლებთან (TCP/IP, DNS, DHCP და ა.შ.) მუშაობის გამოცდილება;

თ) Windows-ის სისტემებზე არსებულ ინფრასტრუქტურულ გადაწყვეტილებებთან (Fileserver, IIS, Exchange, Active Directory და ა.შ.) მუშაობის გამოცდილება;

ი) ვირტუალურ პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება;

კ) ბლეიდცენტრებთან მუშაობის გამოცდილება;

ლ) VOIP ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება;

მ) Linux-ის სისტემებზე არსებულ ინფრასტრუქტურულ გადაწყვეტილებებთან (Apache, PHP, MYSQL, phpmyadmin) მუშაობის გამოცდილება;

ნ) საქართველოს მთავრობის 2026 წლის 28 აპრილის №170 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებისა და სტრუქტურის“ ცოდნა;

ო) გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;

პ) პასუხისმგებლობის გრძნობა;

ჟ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;

რ) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;

ს) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;

ტ) გუნდურად მუშაობის უნარი;

უ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

ფ) შრომისმოყვარეობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.

2. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის სისტემური ადმინისტრატორის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:

ა) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ცოდნა;

ბ) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;

გ) დამატებითი უცხოური ენის ცოდნ