1. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის წამყვანი პროგრამისტის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება ან/და დიპლომირებული სპეციალისტი ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში;

ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;

გ) მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (Oracle, PL/SQL, PostgreSQL);

დ) Oracle Business Intelligence Publisher-თან მუშაობის გამოცდილება;

ე) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;

ვ) ინგლისური ენის კარგად ცოდნა;

ზ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;

თ) სერვერულ ოპერაციულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;

ი) მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;

კ) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

კ.ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

კ.ბ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;

ლ) გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;

მ) პასუხისმგებლობის გრძნობა;

ნ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;

ო) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;

პ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;

ჟ) გუნდურად მუშაობის უნარი;

რ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

ს) შრომისმოყვარეობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.

2. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის წამყვანი პროგრამისტის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:

ა) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ცოდნა;

ბ) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;

გ) დამატებითი უცხოური ენის ცოდნ