1. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის წამყვანი პროგრამისტის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება ან/და დიპლომირებული სპეციალისტი ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში;
ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;
გ) მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (Oracle, PL/SQL, PostgreSQL);
დ) Oracle Business Intelligence Publisher-თან მუშაობის გამოცდილება;
ე) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
ვ) ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
ზ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
თ) სერვერულ ოპერაციულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
ი) მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
კ) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
კ.ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
კ.ბ) საქართველოს მთავრობის 2026 წლის 28 აპრილის №170 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;
ლ) გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
მ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
ნ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ო) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
პ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
ჟ) გუნდურად მუშაობის უნარი;
რ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
ს) შრომისმოყვარეობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.
2. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის წამყვანი პროგრამისტის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:
ა) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ცოდნა;
ბ) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;
გ) დამატებითი უცხოური ენის ცოდნ