1. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება ან/და დიპლომირებული სპეციალისტი ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში;

ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში მუშაობის არანაკლებ ოთხწლიანი გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;

გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;

დ) ინგლისური ენის კარგად ცოდნა;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;

ვ) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

ვ.ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

ვ.ბ) საქართველოს მთავრობის 2026 წლის 28 აპრილის №170 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;

ზ) ხელმძღვანელობის, ზედამხედველობისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;

თ) პასუხისმგებლობის გრძნობა;

ი) ანალიტიკური აზროვნების უნარი;

კ) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;

ლ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;

მ) გუნდურად მუშაობის უნარი;

ნ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

ო) შრომისმოყვარეობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.

2. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:

ა) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ცოდნა;

ბ) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;

გ) დამატებითი უცხოური ენის ცოდნ