1. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი პროგრამისტის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება ან/და ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში დიპლომირებული სპეციალისტი;

ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;

გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;

დ) ინგლისური ენის კარგად ცოდნა;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;

ვ) პროგრამირების ენების (PHP, HTML, CSS, JavaScript, JSON, MySQL, jQuery) კარგად ცოდნა;

ზ) მობილური აპლიკაციებისა და შესაბამისი ვებკომპონენტების შემუშავების გამოცდილება;

თ) CMS-თან მუშაობის გამოცდილება;

ი) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებისა და სტრუქტურის“ ცოდნა;

კ) გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;

ლ) პასუხისმგებლობის გრძნობა;

მ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;

ნ) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;

ო) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;

პ) გუნდურად მუშაობის უნარი;

ჟ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

რ) შრომისმოყვარეობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.

2. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი პროგრამისტის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:

ა) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ცოდნა;

ბ) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;

გ) დამატებითი უცხოური ენის ცოდნ