1. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება ან/და დიპლომირებული სპეციალისტი ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში;
ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;
გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
დ) ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
ვ) ქსელის უსაფრთხოების ანალიზის გამოცდილება;
ზ) კომპიუტერული უსაფრთხოების ინციდენტებზე რეაგირების გამოცდილება;
თ) შეღწევადობის ტესტის და უსაფრთხოების ანალიზის გამოცდილება;
ი) ოპერაციული სისტემის უსაფრთხოების საფუძვლების ცოდნა და გამოცდილება;
კ) თანამედროვე კიბერშეტევების ვექტორების ცოდნა და შესაბამისი გამოცდილება;
ლ) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ლ.ა) „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ლ.ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ლ.გ) საქართველოს მთავრობის 2026 წლის 28 აპრილის №170 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;
მ) გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
ნ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
ო) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
პ) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
ჟ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
რ) გუნდურად მუშაობის უნარი;
ს) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
ტ) შრომისმოყვარეობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.
2. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:
ა) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ცოდნა;
ბ) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;
გ) დამატებითი უცხოური ენის ცოდნ