1. „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში თანამდებობების დასაკავებლად საჭირო დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“ ადგენს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) არსებული თანამდებობების დასაკავებლად საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, განსაზღვრავს თანამშრომლის ან კანდიდატის კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების დაკავებული ან დასაკავებელი თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების წესს.
2. სააგენტოს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებული თანამშრომელი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს წინამდებარე ბრძანებით შესაბამისი თანამდებობისთვის განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
თავმჯდომარის მოადგი