1. ფორსმაჟორს წარმოადგენს ისეთი ვითარება, გარემოება ან დაუძლეველი ძალა, როგორიცაა; მიწისძვრა, წყალდიდობა, ეპიდემია, სახელმწიფო გადატრიალება, საგანგებო მდგომარეობა და სხვა, რომლებიც არ არის დამოკიდებული საწარმოზე და არ ექვემდებარება მის კონტროლს, გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი, შეუძლებელი იქნებოდა მისი თავიდან აცილება და რომელთა გამოც საწარმო ვერ ან შეფერხებით ასრულებს ამ წესით და მიწოდების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. ფორსმაჟორული გარემოება უნდა დადასტურდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ და გამოცხადებული უნდა იყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.
2. ფორსმაჟორის შემთხვევაში წყალმომარაგების მიმწოდებელმა მომხმარებლებს, რომელთა მრიცხველი დამონტაჟებულია მათ დაცულ ტერიტორიაზე (მათ შორის საცხოვრებელ ბინაში), უნდა მისცეს მრიცხველის ჩვენების, ასევე მრიცხველის ჩვენების ფოტოსურათის, საკომუნიკაციო საუალებების გამოყენებით (მათ შორის მოკლე ტექსტური შეტყობინების, ელ.ფოსტის და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით) წარდგენის შესაძლებლობა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მექანიზმის მომხმარებლის მიერ გამოუყენებლობის შემთხვევაში, წყალმომარაგების მიმწოდებელი უფლებამოსილია, მომხმარებელი ტექნიკური წყლის ოდენობა დაიანგაროშოს შესაბამისი მომხმარებლის მიერ წინა წლის იმავე თვეში მოხმარებული ტექნიკური წყლის ოდენობის მიხედვით, ხოლო სხვაობა რეალურ და დარიცხულ მოხმარების შორის უნდა გასწორდეს (გადაანგარიშდეს) მომხმარებლის მრიცხველის რეალური ჩვენების წყალმომარაგების მიმწოდებლის მიერ აღებისთანავე.
4. წყალმომარაგების მიმწოდებელი ვალდებულია, ინდივიდუალური ტექსტური შეტყობინებით, ყოველთვიურად, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს ამ პუნქტით განსაზღვრული პირობების გამოყენების შესახებ, ასევე მიუთითოს ის ელექტრონული საშუალებები (ნომერი/ ელექტრონული ფოსტის მისამართი), რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელი იქნება მომხმარებლის მიერ მრიცხველის ჩვენების გაგზავნა.
5. მომხმარებელი უფლებამოსილია, წყალმომარაგების მიმწოდებელს გაუგზავნოს მრიცხველის ჩვენება, რომელიც დაფიქსირდება წინაანგარიშსწორების ქვითარში, მოცემული მრიცხველის ჩვენების აღების თარიღიდან ერთი თვის თავზედ (ან წყალმომარაგების მიმწოდებლის ინდივიდუალურად მოთხოვნის შემთხვევაში), ხოლო წყალმომარაგების მიმწოდებელი უფლებამოსილია, ტექსტური შეტყობინებით ინდივიდუალურად მოითხოვოს ინფორმაციის ხელმეორედ გაგზავნა, დამატებითი მტკიცებულების გადაგზავნა ან გამოიყენოს პირობითი დარიცხვის მეთოდი. მიმწოდებელი უზუსტობის დადასტურების შემთხვევაში (იმის გათვალისწინებით, რომ მონაცემების შესწავლისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს უფრო მეტი სიზუსტის გარემოებას).
6. კომპეტენტური ორგანოს მიერ ფორსმაჟორის დადასტურების შემთხვევაში, თუ დადგინდა ამ გარემოების ტექნიკური წყლის წყალმომარაგების საქმიანობაზე ან/და მომხმარებლებზე გავლენის ფაქტი, წესებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებასთან მიმართებაში, ფორსმაჟორის მოქმედების არეალსა და პერიოდში ჩერდება მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების მოქმედება. ამასთანმ შესაბამისი წყალმომარაგების მიმწოდებელი ვალდებულია, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში ზემოთაღნიშნული „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე მომხმარებლის დეპოზიტზე შეტანილი თანხა გადაიტანოს ამავე მომხმარებლის მიმდინარე დავალიანებაში და გაქვითოს მომდევნო ანგარიშსწორებისას, ხოლო იმ პირებს, რომლებსაც დეპოზიტის მოთხოვნა საბანკო გარანტიით უზრუნველყვეს, უფლება აქვთ, უკან გამოითხოვონ საბანკო გარანტია ფორსმაჟორის არსებობის განმავლობაშ