უკანონოდ მოხმარებული ტექნიკური წყლის რაოდენობის დადგენა ხდება შესაბამისი აქტის საფუძველზე შემდეგი წესით:

ა) თუ უკანონოდ მოხმარებული ტექნიკური წყლის ღირებულების ან/და საერთო რაოდენობის დადგენა შესაძლებელია, მიმწოდებლის მიერ ხდება მონაცემების ჩასწორება/დარიცხვა;

ბ) თუ კალენდარული დღის ან/და თვის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ტექნიკური წყლის რაოდენობის ან  წყლის მრიცხველის ცდომილების დადგენა შესაძლებელის, მაგრამ უცნობია წყლის უკანონად მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული წყლის საერთო რაოდენობის გამოთვლა მოხდება მიმწოდებლის წარმომადგენლის მიერ მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) უკანასკნელი შემოწმების თარიღიდან.

გ) იმ შემთხვევაში, როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული წყლის  რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, დარღვევის პერიოდის განმავლობაში დაერიცხება ამ მომხმარებელის მიერ წლის განმავლობაში მაქსიმალური სამი თვის მოხმარების საშუალო დღიური ხარჯი.

დ) წყალსადენის ქსელზე უნებართვოდ მიერთებისათვის, აბონენტს უკანონოდ მოხმარების პერიოდზე დაერიცხება წყლის მოცულობა, რომელიც გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში, შემოწმების მომენტში  მომხმარებლის მიერ ქსელიდან წყლის მოხმარების მოცულობის ან აღნიშნულ ქსელზე მოხმარების საშუალების (ხელსაწყოს ან დანადგარის) გამტარუნარიანობის დარღვევის პერიოდში 8-საათიან მოხმარებაზე გამრავლებით.

ე) იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღისა და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული წყლის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული წყლის რაოდენობა გაიანგარიშება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში, ამ მომხმარებლის მიერ წლის განმავლობაში მაქსიმალური სამი თვის მოხმარების საშუალო დღიური ხარჯით. ხოლო წყალსადენის ქსელზე უნებართვოდ მიერთებისათვის მომხმარებელს დაერიცხება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში შემოწმების მომენტში მომხმარებლის მიერ ქსელიდან წყლის მოხმარების მოცულობის ან აღნიშნული ქსელზე მოხმარების საშუალების (ხელსაწყოს ან დანადგარის) გამტარუნარიანობის ერთთვიან პერიოდში 8-საათიანი მოხმარები