1. ტექნიკური წყლის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება:

ა) წყალმომარაგების სისტემაზე მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთება;

ბ) შეწყვეტილი ტექნიკური წყლის მიწოდების თვითნებური აღდგენა;

გ) მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვეს სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში);

დ) მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება;

ე) ტექნიკური წყლის დატაცება მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ტექნიკური წყლის არასანქცირებული მოხმარება;

ვ) მიწოდების ხელშეკრულებით დადგენილი ტექნიკური წყლის არადანიშნულებისამებრ მოხმარება.

2. ტექნიკური წყლის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე მიმწოდებელი უწყვიტავს მომხმარებელს ტექნიკური წყლის მიწოდებას და ადგენს შესაბამის აქტ