1. საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთებას (ამ მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად) პირმა (ან პირთა ჯგუფმა) წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადით უნდა მიმართოს წყალმომარაგების მიმნწოდებელს (ელექტრონული ან წერილობითი ფორმით). თუ მოთხოვნილი მიერთება არ შეესაბამება ამ წესებით გათვალისწინებულ ახალი მომხმარებლის მიერთების განსაზრვრებას, დაუშვებელია მისი განხილვა ამ წესის 23-ე და 24-ე მუხლების საფუძველზე და წყალმომარაგების მიმწოდებელი ვალდებულია, წინასწარ გადახდილი მიერთების საფასური დაუბრუნოს განმცხადებელს 10 დღის ვადაში.

2. მიერთების მსურველი  (განმცხადებელი) ვალდებულია, განაცხადის წარმდგენამდე გადაიხადოს განაცხადში ასახული, წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის არანაკლებ 50% (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინნებული შემთხვევისა), ხოლო დანარჩენი თანხა  გადაიხადოს (თუ მხარეები წერილობით არ შეთნხმდნენ სხვა პირობებზე) წყალმომარაგების დაწყების თარიღიდან 10 დღის განმავლობაში.

3. თუ ადგილი აქვს მშენებარე მრავალბინიანი სახლის ექსპლუატაციაში მიღებამდე წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებას, წყალმომარაგების მიმწოდებელი უფლებამოსილია, არ დაამტკიცოს განაცხადი (დატოვოს ის განუხილველად), თუ წყალმომარაგების მიმწოდებელს ახალი მომხმარებლის მიერთების მოთოვნის შესახებ ერთობლივი განაცხადით არ მიმართავს ამ მრავალბინიანი საცხობრებელ სახლში რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეთა არანაკლებ 50 %-სა, ამასთან:

ა) წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის  მიერთების მოთხოვნა შესაძლებელია განხილულ იქნებს მხოლოდ განმცხადებლის წყალმომარაგების მიერ სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის სრულად წინასწარ გადახდის შემთვევაში;

ბ) აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშოების შესახებ მოთხოვნა (მე-16 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთვევაში), შესაძლებელია განხილულ იქნეს, მხოლოდ  წყალმომარაგების მიმწოდებლისთვის  მშენებლობის „ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშოების საფასურის“ განმცხადებლების მიერ სრულად წინასწარ გადახდის შემთხვევაში.

4. ტექნიკური წყლის 20 მმ დიამეტრის მილზე ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის, წყალმომარაგების ქსელზე მიერთების შემთხვევაში, წყალმომარაგების მიმწოდებელი  მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე ვალდებულია, მოახდინოს მიერთების საფასურის განწილვადება  12 თვეზე, შესაბამისად, მიერთების მსურველი  (განმცხადებელი) ვალდებულია, წყალმომარაგების მიერთების საფასური გადაიხადოს ყოველთვიურად 12 თვის განმავლობაში თანაბარ წილად. პირველი გადასახადი განაცხადის წარდგენამდე, ხოლო დანარჩენი თანხა ტექნიკური წყლით უზრუნველყოფის დაწყებიდან 12 თვის განმავლობაში.

5. წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების ქსელის) მიერთების შესახებ განაცხადის მიღების შემთხვევაში წყალმომარაგების მიმწოდებელი კისრულობს ვალდებულებას, წყალმომარაგების ახალი მიერთების მსურველს (განმცხადებელს) გაუწიოს მომსახურება და უზრუნველყოს იგი მის კუთვნილ ტერიტორიამდე წყალმომარაგებისათვის საჭირო მომსახურებითა  და საშუალებებით (სრული ტექნოლოგიური ციკლით), ხოლო წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მიერთების მსურველი (განმცხდებელი) კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური დ დაიცვას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით განსაზღვრული პირობები.

6. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნით გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული განაცხადით) ელექტრონული ან წერილობითი ფორმით, მიმართოს შესაბამის წყალმომარაგების მიმწოდებელს. ამასთან წყალმომარაგების მიმწოდებელი ვალდებულია, 10 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი, როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ისე განაცხადში მითითებული საშუალებით წერილობით ან ელექტრონულად (ხარვეზის დადგენის შემთვევაში უარი უნდა იყოს დასაბუთებული). წინააღმდეგ შემთვევაში განაცხადი მიღებულებად ჩაითვლება. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია, დაადგინოს ხარვეზი 100 მეტრზე მეტი რადიუსის მიერთების შემთვევაში, ხოლო მიერთების მსურველი უფლებამოსილია, განმეორებით მიმართოს 100 მეტრზე მეტი (100-დან 200-მდე) რადიუსში მიერთების მოთხოვნით, დადგენილი შესაბამისი განაცხადის ფორმით (ამ წესის შესაბამისად, ასეთი განაცხადი შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ განმეორებით მიმართვის შემთვევაში).

7. წყალმომარაგების მიმწოდებელი უფლებამოსილია, დაადგინოს წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადში ხარვეზი (მხოლოდ ამ წესის გათვალისწინებულ შემთხვევაში) და დატოვოს ის განუხილველად. აღნიშნულ განაცხადში  ხარვეზის დადგენისა და მისი განუხილველად დატოვების  საფუძველს შეიძლება წარმოადგენდეს: თუ განაცხადი არ არის სრულყოფილი  ან/და შევსებულია ხარვეზით (მათ შორის, თუ განაცხადი არ არის შევსებული დადგენილი სტანდარტული ფორმის დაცვით)- ასეთ შემთხვევაში მოთხოვნილი მიერთება განხორციელდება მხოლოდ ახალი განაცხადის წარდგენის შემთვევაში.

8. წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადში ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, წყალმომარაგების მიმწოდებელი ვალდებულია, მიერთების მსურველს (განმცხადებელს) დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი ახალი მომხმარებლის მიერთების  საფასური 10 სამუშაო დღის ვადაში (განაცხადში მითითებულ ანგარიშზე). მიერთების მსურველს (განმცხადებელს) უფლება აქვს, მოითხოვოს  (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით) გადახდილი თანხის დაბრუნების გადავადება (შეჩერება) ახალი განაცხადის წარდგენის პირობით.

9. წყალმომარაგების მიმწოდებელი ვალდებულია, მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობოს ახალ მომხმარებელს მიერთების სამუშაოების დასრულების ზუსტი დრო (არაუმეტეს 5 და არანაკლებ 2 კალენდარული დღით ადრე მაინც). მიერთების დასრულებისთნავე წყალმომარაგების მიმწოდებელი ვალდებულია, ახალ მომხმარებელს ტექსტური შეტყობინებით აცნობოს მომარაგების დაწყების შესახებ.

10. ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი მოიცავს წყალმომარაგების მიმწოდებლის მიერ „წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის  შესახებ“ განაცხადის მიღებიდან ახალი მომხმარებლის (ან მომხმარებლების) წყალმომარაგების (განაცხადით და ამ წესებით განსაზღრული პირობების შესაბამისად) დაწყების პერიოდს. ამასთან, აღნიშნული პერიოდის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის გაცემის ვადის  გადაცილების/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების პერიოდი (რომლის გარეშეც დაუშვებელია მოთხოვნილი მიერთებისათვის საჭირო საპროექტო, სამშენებლო ან/და სამონტაჟო სამუშაოების წარმოება). აღნიშნული ფაქტის შესახებ წყალმომარაგების მიმწოდებელმა დაუყოვნებლივ უნდ აცნობოს განმცხადებელს მისი გამოაშკარავებისთნავე (მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან განაცხადში  მითითებული საშუალებით-წერილობით/ელექტრონულად) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის გაცემის ვადის გადაცილება/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელება იწვევს მიერთებისათვის განსაზღრული ვადის დინების შეჩერებას გადაცილების/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების პერიოდით. ვადის დინება არ შეჩერდება, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თანხმობის ან ნებართვის დადგენილ ვადაში გაუცემლობა/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელება გამოწვეულია წყალმომარაგების მიმწოდებლის არასწორი (არასათანადო) მოქმედების ან უმოქმედობის შედეგად.

11. წყალმომარაგების მიმწოდებელი უფლებამოსილია, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი, გაზარდოს გონივრული ვადით, თუ არსებობს ობიექტური გარემოებები, რომლებიც ხელს უშლის წყალმომარაგების მიმწოდებელს ახალი მომხმარებლის მიერთების უზრუნველყოფის სამუშოების შესრულებაში, ამ მიზნით მიმწოდებები, წყალმომარაგების მიმწოდებელი ვალდებულია, დაიცვას შემდეგი წესები:

ა) მიმწოდებლის გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს დასაბუთებას ხელის შემშლელი კონკრეტული გარემოებ(ებ)ის შესახებ სათანადო მტკიცებულებების დართვით, მიერთების საპროგნოზო ვადას (კონკრეტული პრობლემ(ებ)ის გადასაჭრელად საჭირო პერიოდით).

ბ) ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის ვადის გაზრდის თაობაზე მიმწოდებლის გადაწყვეტილება უნდა ეცნობოს მიერთების მსურველს (განმცხადებელს) გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

12. თუ ადგილი აქვს ისეთი სახის მიერთების მოთოვნას, რომელზეც არ ვრცელდება წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, ასეთი სახის ობიექტის წყალმომარაგების სისტემის მოწყობა ან/და არსებული წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების მშენებლობა უნდა განხორციელდეს წყალმომარაგების მიმწოდებელს და მიერთების მსურველს  (განმცხადებელს) შორის ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთვევაში მიერთების მსურველი  თავად უზრუნველყოფს  საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების (საკუთრი ან სხვა სამშენებლო საწარმოს მეშვეობით), შეუთნხმებლობის მიუხედავად წყალმომარეგების მიმწოდებელი ვალდებულია, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების ტექნიკური პირობა უფასოდ გასცეს განაცხადის მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში, გაცემული ტექნიკური პირობის მოქმედების ვადაში მისი ცალმხრივად შეცვლა დაუშვებელია; შესაბამისად მიერთების ტექნიკური პირობა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) არსებულ მილსადენზე მიერთების წერტილს;

ბ) მისაერთებელი მილის დიამეტრი;

გ) მისაერთებელ  წარმადობას (განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად);

დ) მისაერთებელი მილსადენზე მიერთების წერტილში დაწნევას (წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების შემთვევაში).

13. მიერთების ტექნიკური პირობის მოქმედების ვადა არ შეიძლება იყოს 2 წელზე ნაკლები. დაუშვებელია წყალმომარაგების მიმწოდებლის მიერ მიერთების ტექნიკური პირობის ცალმხრივად შეცვლა მისი მოქმედების ვადის განმავლობაში. ტექნიკურ პირობის შეცვლა გაუქმება შესაძლებელია მიმწოდებლის გადაწყვეტილებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი  წესით.

14. მიერთების ტექნიკური პირობის მომზადებისას, წყალმომარაგების მიმწოდებელი ვალდებულია, მიერთების წერტილი და ამ მიერთებისათვის საჭირო სხვა მოთხოვნები განსაზღვროს ტექნიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, იმგვარად რომ მიერთების მსურველისთვის არსებულ წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება დაკავშირებული იყოს შესაძლო მცირე ხარჯით.

15. იმ შემთვევაში, თუ მიერთების მსურველი თავად (თვითონ ან სხვა პირის მეშვეობით) უზრუნველყოფს მიერთებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს, მიერთების მსურველი პირი ვალდებულია:

ა) სრულად დაიცვას მიერთების ტექნიკური პირობებით გათვალისწინებული მოთოვნები;

ბ) წინასწარ წერილობით აცნობოს წყალმომარაგების მიმწოდებელს მიერთების სამშნებლო/სამონტაჟო სამუშაოების შესახებ, ხელი არ შეუშალოს მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას და შეასრულოს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე წყალმომარაგების მიმწოდებლის მითითებები;

გ) ობიექტის მიერთების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშოების დასრულების შემდგომ, განაცხადით მიმართოს წყალმომარაგების მოთოვნით. ამასთან იგი ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე წინასწარ გადაიხადოს დადგენილი მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასურის 50 %, მის მიერ თითოეულ მომხმარებლისთვის განაცხადით მოთხოვნილი ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის რაოდენობის მიხედვით, ხოლო დანარჩენი თანხა გადაიხადოს წყალმომარაგების დაწყების თარიღიდან 10 სამუშაო დრის ვადაში.

დ) წყალმომარაგების მიმწოდებელი ვალდებულია, მიერთების მსურველის მიერ შესაბამისი განაცხადით მიმართვის შემდეგ განსაზღრულ ვადაში განახორციელოს ამ განაცხადით მოთხოვნილი  აღრიცხვის კვანძის  მოწყობისა და ქსელზე შეჭრის სამუშოები ამ წესებით განსაზღრული პირობებისა და პროცედურების შესაბამისად.

16. მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოების საფასური განისაზღვრება ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

17. ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასურის ან მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასურის განსაზრულ ვადაში გადაუხდელობის ან/და წყალმომარაგების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დარიცხული საფასურის გადახდის განაწილვადების შესახებ შეთანხმების შემთვევაში, წყალმომარაგების მიმწოდებელი უფლებამოსილია, გადასახდელი თანხა ასახოს ამ მომხმარებლის დავალიანებაშ