1.  წყალმომარაების მიმწოდებელი ვალდებულია, მომარაგების გეგმურ წყვეტამდე სარემონტო სამუშაოების შესახებ ტექსტური შეტყობინებით აცნობოს შესაბამის არეალში არსებულ მომხმარებლებს სამუშაოების დაწყებამდე არაუმეტეს 5 და არანაკლებ 1 კალენდარული დღით ადრე მაინც.

2. წყალმომარაგების მიმწოდებელი ვალდებულია, შეტყობინებაში ზუსტად მიუთითოს სამუშაოების დაწყების დრო და ხანგძლივობა. იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი სამუშაოების შედეგად მომარაგება უწყდება დასახელებულ პუნქტებს (ქალაქს, სოფელს, უბანს, ქუჩას), სადაც მომხმარებელთა რაოდენობა აღემატება 100-ს.

3. წყალმომარაგების მიმწოდებელი უფლებამოსილია, წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე ინფორმაცია გაავრცელოს სხვა ელექტრონული საშუალებებით, მათ შორის მედია საშუალებებით მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. თუ წყალმომარაგების მიმწოდებელი ვერ ახერხებს გეგმური წყვეტის თაობაზე მომხმარებლის წინასწარ ინფორმირების ვადის დაცვას, წყლით მომარაგების შეწყვეტა უნდა გადავადდეს. ამასთან, თუ წყალმომარაგების მიმწოდებლისგან დამოკიდებული მიზეზის გამო ვერ ხდება მომხმარებელთა წინასწარ ინფორმირების ვადის დაცვა, მომხმარებელთა ინფორმირება უნდა მოხდეს მოსალოდნელი წყვეტის შესახებ ინფორმაციის მირებისთნავე.

5. წყალმომარაგების მიმწოდებელი ვალდებულია, შესაძლო მოკლე ვადაში აღმოფხვრას არაგეგმური  წყვეტა. იმ შემთხვევაში, თუ მომარაგების აღდგენა საწიროებს რთული სამუშაოების  შესრულებას, წყალმომარაგების მიმწოდებელი ვალდებულია, რთული სამუშაოს კატეგორიის მინიჭებისთანავე, შესაბამის არეალში არსებულ მომხმარებლებს აცნობოს ტექსტური შეტყობინებით გათიშვის ზუსტი მიზეზი და მომარაგების აღდგენის სავარაუდო დრო.

6. იმ შემთხვევაში თუ მომარაგება შეუწყდა დასახლებაში 300-დან 1000-მდე მომხმარებელს, წყალმომარაგების მიმწოდებელმა შესაძლებელია, გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია მის ოფიციალურ ვებგვერდზე (არსებობის შემთხვევაში).

7. თუ მომხმარებელი ერთი თვის განმავლობაში ზედიზედ განზრახ არ დაუშვებს მიმწოდებლის წარმომადგენელს წყლის მრიცხველთან, წყლის მიმწოდებელს უფლება აქვს, შეუწყვიტოს მომხმარებელს წყლით მომარაგება, ან ამ პერიოდში მოხმარებული წყლის ოდენობა დაარიცხოს  წინა სამი თვის საშუალო მოხმარების მიხედვით (სეზონურობის გათვალისწინებით).

8. მომხმარებელს უფლება აქვს, უარი თქვას მიმწოდებელის მომსახურებაზე, რის შესახებაც მან 10 დღით ადრე მაინც უნდა აცნობოს შესაბამის მიმწოდებელს. ამ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია, მოახდინოს საბოლოო ანგარიშწორება.

9. მომსახურების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მომხმარებელს მოხმარებული წყლის საფასურის გადახდის ვალდებულებისგან.

10. მომხმარებლის სხვა მისამართზე გადასვლის ან/და მიმწოდებელის მიერ მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს უფლება აქვს საბოლოო ანგარიშწორების შედეგად წარმოქმნილი გადაუხდელი თანხა მოსთხოვოს ან/და დაარიცხოს გადახდაზე პასუხისმგებელ პირს ან დარიცხული დავალიანება გადაიტანოს ამ მომხმარებლის ახალ მისამართზე (ამ მიმწოდებლის მოქმედების არეალში მომხმარებლის სხვა მისამართზე გადასვლის შემთხვევაში).

11. თუ წყლის მომარაგების შეწყვეტა გამოიწვევს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის გაუარესებას, ან მომხმარებლისთვის არათანაზომიერად დიდ ხარჯებს დარიცხულ დავალიანებასთან მიმართებაში და აღნიშნული გარემოება ცნობილი გახდება მიმწოდებლის წარმომადგენლისათვის, მიმწოდებელი ვალდებულია, გაითვალისწინოს ეს გარემოება და განსაზღვროს დარიცხული დავალიანების გადახდისა და ტექნიკური წყლით  მომარაგების შეწყვეტის დამატებითი ვადა (გონივრული ვადა), რომელიც არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები.

12. ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესი ასევე ვრცელდება წყლის უკანონო  მოხმარების შემთხვევზე. ასეთი ფაქტის დაფიქსირების შემდგომ პერიოდზე, აღრიცხვიანობის მოწესრიგებამდე მოხმარებული წყლის დარიცხვა არ უნდა განხორციელდეს ისე, როგორც ეს გათვალისწინებულია წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევაშ