1. მომხმარებლის მიერ მოხმარებული წყლის საფასურის დარიცხვა ხორციელდება:

ა) ინდივიდუალური მრიცხველის შემთხვევაში, მხოლოდ ამ ინდივიდუალური მრიცხველის ჩვბენებაზე  დაყრდნობით;

ბ) გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში სულადობის მიხედვით, ამ შემთხვევაში მიმწოდებელს და მომხმარებელს შორის დგება წერლობითი შეთანხმება უძრავ ქონებაში მცხოვრებ პირთა ოდენობის (სულადობის) დაზუსტების თაობაზე.

2. გაუმრიცხველიანელი საყოფაცხოვრებო მომხმარეველს (მომხმარებლებს), რომელსაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით სამ დღეზე მეტი ხნით შეუფერხდა ტექნიკური წყლის მიწოდება, მოხმარებული ტექნიკური წყლის საფასური განისაზღვრება ფაქტობრივად მიწოდებული წყლის პერიოდით.

3. მოხმარებული ტექნიკური წყლის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად.

4. ინდივიდუალური მრიცხველის არსებობის შემთხვევაში, მომხმარებული ტექნიკური წყლის აღრიცხვა და საფასურის დარიცხვა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად;

5. მომხმარებელმა, მოხმარებული ტექნიკური წყლის საფასური უნდა გადაიხადოს ქვითარში მითითებულ ვადაში, რომელიც უნდა იყოს 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები. თუ გადახდის ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს და ამ დღეეებში გადახდის პუნქტტები არ მუშაობს,ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.

6. ქვითარი მომხმარებელს მიეწოდება ელექტრონულად, შესაბამის მომხმარებლის მიერ მითიტებული მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით.

7. მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაგზავნილ ქვითარში ასახული უნდა იყოს მოხმარებული ტექნიკური წყლის ღირებულების დარიცხვის შესახებ ძირითადი ინფორმაცია კერძოდ:

ა) აბონენტის ნომერი;

ბ) დარიცხული მ³ ან სულადობა;

გ) მომხმარებლის მიერ გადასახდელი თანხა;

დ) დარიცხული თანხის გადახდის ბოლო ვადა;

ე) მრიცხველის ბოლო და ბოლოს წინა ჩვენება, ჩვენების აღების თარიღის მითითებით.

ვ)  სამომხმარებლო ტარიფს.

ზ) სულადობას, რამდენ პირზე მოხდა დარიცხვა.

თ) მიმდინარე დავალიანების გარდა, მომხმარებელზედარიცხულ თანხას შესაბამისი საფუძვლის მითითებით.

ი) მომხმარებლის უძრავი ქონების მისამართს და საკადასტრო კოდს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

კ) არსებობის შემთხვევაში, ადგილს (დაწესებულებას) გადახდის აპარატების მდებარეობის შესახებ, სადაც შესაძლებელია დარიცხული თანხის გადახდა საკომისიოს გარეშე;

ლ) საკონტაქო და ინფორმაციის გაცვლის მომსახურების შესახებ მიმწოდებლის საკონტაქტო ტელეფონის ნომერს;

მ) მიმწოდებლის მიერ განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას.

ნ) მომხმარებელზე დარიცხული სხვა დავალიანება, რომელიც შეიძლება გამომდინარე იყოსმომხმარებლის მიერ ტექნიკური წყლით უკანონო მოხმარების და ზიანის ანაზღაურებიდან.

8. ამ მუხლის მე -10 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია, მომხმარებელთა ინფორმაციაზე მარტივი ხელისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, შესაძლებელია მიმწოდებლის მიერ განთავსებული იყოს ელექტრონულ მატარებელზე (ვებ-გვედზე, ასეტის არსებობის შემთვევაში).

9. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მომხმარებელზე მოხმარებული ტექნიკური წყლის ღირებულების გაანგარიშების და დარიცხვის შესახებ, დეტალური ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტი ელექტრონულ მატარებლებზე (ვებგვერდის ბმულზე) ხელმისაწვდომი უნდა იყოს 3 (სამი) წლის განმავლობაში და მისი გადმოწერა შესაძლებელი უნდა იყოს PDF ან/და  JPG ფორმატში.

10. მიმწოდებელი ვალდებულია, ანგარიშსწორების ქვითარში განცალკავებულად ასახოს ის დავალიანება, რომლის წარმოშობის მომენტიდან გასულია 3 წელზე მეტი და რომელიც მომხმარებელს პირდაპირი წერილობითი ფორმით არ უღიარებია ან/და არ არსებობს მხარეთა შორის შეთნხმება ამ დავალიანების გადანაწილებაზე.

11. ელექტრონული ქვითრი საცალო მომხმარებელს უნდა მიეწოდოს შეძლებისდაგვარად ერთსა და იმავე დროს. ქვითრის ამიღება მომხმარებლეს არ ათავისუფლებს მოხმარებული ტექნიკური წყლის საფასურის გადახდის ვალდებულებისგან.

12. ბეჭდური ფორმის ქვითრი მომხმარებელს უნდა მიეწოდოს მიწოდების ხელშეკრულებაში მიტითებულ მისამართზე.

13. მიწოდების ხელშეკრულებით მხარეები თანხმდებიან, თუ რა ფორმით შეიძლება მიეწოდოს მომხმარებელს, ეს იქნება მატერიალური თუ ელექტრონული ფორმით - ელექტრონული ფოსტით თუ სმს შეტყობინებით.

14. ბეჭდური ქვითარი, ელექტრონული ფოსტის ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით გაგზავნილი ქვითრი უნდა შეიცავდეს ამ მუხლის მე -9 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

15. მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების გადახდის განწილვადება შეიძლება მოხდეს მხარეთა შორის ურთიერთშეთნხმებით, რაც უნდა გაფორმდეს შესაბამისი ხელშეკრულებით.

16. მომხმარებელზე დარიცხული თანხა სრულად უნდა იყოს მოცემული ქვითარში.

17. დაუშვებელია მომხმარებლისთვის ტექნიკური წყლის საფასურის წინასწარ გადახდის მოთხოვნა. ასეთი შესაძლებლობა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, ასეთი შეთანხმება უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი შეთანხმების დოკუმენტით; ზედმეტად გადახდილი თანხა გათვალისწინებულ იქნება მომდევნო ანგარიშწორებისასა , ხოლო დაკლებული თანხა უნდა აუნაზღაურდეს წყალმომარაგების მიმწოდებელს.

18. დაუშვებელია, მიმწოდებლის მიერ ერთი მომხმარებლის დავალიანების დაკისრება სხვა მომხმარებელზე ამ უკანასკნელის წერილობითი თანხმობის გარეშ