1. მიმწოდებელი უფლებამოსილია, მომხმარებელს შეუწყვიტოს ტექნიკური წყლის მიწოდება, თუ:
ა) ეს აუცილებელია ქსელის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციისთვის, გეგმიური სამუშაოების შესრულებისთვის, წყალმომარაგების მილსადენების, დანადგარების და მოწყობილობების შეცვლა/მონტაჟისთვის, რემონტისთვის და სხვა ობიექტური მიზეზებით;
ბ) ავარიული სიტუაციის შექმნისას, რაც ქმნის გადაუდებელ აუცილებლობას და ამართლებს ტექნიკური წყლის მიწოდების შეწყვეტას;
გ) მომხმარებლის მიერ არ არის გადახდილი ტექნიკური წყლის ღირებულება დადგენილ ვადაში;
დ) მომხმარებელს შეუწყდა ტექნიკური წყლის მიწოდება, ტექნიკური წყლის უკანონოდ სარგებლობის გამო ამ წესის 22-ე მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისას.
2. დავალიანების გადაუხდელობის გამო მომხმარებლისთვის ტექნიკური წყლით მომარაგების შეწყვეტა არ შეიძლება საღამოს საათებში, შაბათს და კვირას, ასევე საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ უქმე დღეების წინა დღეს.
3. მომხმარებელს არ შეუწყდება ტექნიკური წყლის მიწოდება 1 ლარამდე დავალიანების შემთხვევაში.
4. მომხმარებელმა ქვითარზე ასახული დავალიანება უნდა გადაიხადოს მიმწოდებლის მიერ განსაზღვრულ საბანკო ქსელის ან გადახდის სხვა აპარატების მეშვეობით.
5. დავალიანების გადაუხდელობისთვის გათიშული მომხმარებლისთვის მომარაგების აღდგენა მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს დავალიანების გადახდის ასახვიდან ან მომხმარებლის მიერ ამ დავალიანების გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენიდან, ან წყალმომარაგების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დავალიანების ეტაპობრივი გადახდის გრაფიკის ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 5 სამუშაო დღეში,6. ქვითრში მითითებული გადახდის ვადის გასვლის შემდეგ, მასში ასახული დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, წყალმომარაგების მიმწოდებელი უფლებამოსილია, შეუწყვიტოს შესაბამის მომხმარებელს ტექნიკური წყლით მომარაგება.
7. ტექნიკური წყლით მომარაგების შეწყვეტა შესაძლებელია მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილების გარეშე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცნობილია, რომ ამ მომხმარებლისთვის ტექნიკური წყლით მომარაგების შეწყვეტა გამოიწვევს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის გაუარესებას ან ამ მომხმარებლის არათნაზომიერად დიდ ხარჯებს, დასარიცხ ან დარიცხულ თანხასთან მიმართებაში