1. მიმწოდებელის მიერ, მომხმარებლის წყალმომარაგების უზრუნველსაყოფი სამუშაოების დაწყებამდე, მიმწოდებლი ვალდებულია, მოახდინოს მომხმარებლის ინფორმირება სამუშაოს შესრულების ადგილზე, მისთვის ცნობილი ხელშემშლელი გარემოების შესახებ.
2. მიმწოდებელი უფლებამოსილია, შეამოწმოს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის წყალმომარაგების ქსელი და მისი შესაბამისობა ტექნიკურ და უსაფრთხოების ნომრებთან.
3. თუ მომხმარებლის ტექნიკური წყლით მომარაგების მიზნით, მიმწოდებლის მიერ განსახორციელებელი მოქმედება ან სამუშაო ვერ სრულდება მომხმარებლის მიზეზით მათ შორის ობიექტზე მისი არყოფნის, უარის ან/და მომხმარებლის შიდა ქსელის გაუმართაობის, ასევე ამ მომხმარებლის ობიექტზე ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების აშკარა დაუცველობით, ასეთ შემთხვევაში, მიმწოდებლის მიმართ ამ წესით დადგენილი ვალდებულებელი ითვლება შესრულებულად. შესაბამისად მომხმარებელს წერილობითი ფორმით წარედგინება შესრულებული სამუშაოს აქტი.
4. მიმწოდებელი არ არის ვალდებული, მომხმარებლის წინასწარ აცნობოს სავარაუდო შემოწმების თარიღი და პერიოდი, ხოლო მომხმარებელი ვალდებულია, დაუშვას მიმწოდებლის წარმომადგენელი წყალმომარაგების ქსელთან, ისე რომ მომხმარებლის მიერ შესაძლებელი იყოს მიმწოდებლის წარმომადგენელის იდენტიფიცირება შესაბამისი დოკუმენტის,ფორმის და მომხმარებლისთვის სხვა წინასწარ ცნობილი საშუალებების მეშვეობით.
5. მომხმარებლისთვის ტექნიკური წყლით მომარაგების აღდგენას ახორციელებს მხოლოდ მიმწოდებელი ტექნიკური წყლის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთების და ტექნიკური წყლის მრიცხველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სათანადო წესით შემოწმების შემდეგ.
6. მომხმარებლის მიერ მომარაგების ტექნიკური გამართულობის ადგილზე შემოწმების მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ადგილზე შემოწმება მომხმარებლის მიმართვიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა. იმ შემთხვევაში თუ სისტემის ტექნიკური გამართულობის შესამოწმებლად საჭიროა მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე შესვლა, მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მიმწოდებლის წარმომადგენლების (ტექნიკოსების) დაშვება მის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე წინასწარ შეთანხმებულ დრო