1. წყლის უკანონო მოხმარების აღკვეთის მექანიზმებია:
ა) მომხმარებლისათვის წინასწარი გაფრთხილების გარეშე წყალმომარაგების შეწყვეტა;
ბ) მომხმარებლის მიერ უკანონოდ მოხმარებული ტექნიკური წყლის ღირებულების დარიცხვა;
გ) მომხმარებლის მიერ წყალმომარეგების სისტემის დაზიანებული მოწყობილობების აღდგენის ან შეძენის ღირებულების დარიცხვა;
დ) შეჭრის ან შეერთებისათვის მიმწოდებლის მიერ გაწეული საწარმოო დანახარჯების დარიცხვა.
2. ტექნიკური წყლით უკანონოდ მომხმარებელი ვალდებულია, გადაიხადოს წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული ტექნიკური წყლის ღირებულება, წყალმომარაგების სისტემის დაზიანებული მოწყობილობების აღდგენის ან შეძენის ღირებულება, აგრეთვე ტექნიკური წყლით უკანონოდ მოხმარების აღკვეთის მიზნით, მიმწოდებლის მიერ განხორციელებული შეჭრის ან შეერთებისათვის გაწეული საწარმოო დანახარჯების დარიცხვ