1, წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთებისას, მომხმარებელი იხდის მიერთების საფასურსს დადგენილი წესით და ოდენობით, მხარეები შეიძლება შეთანხმდენენ მიერთების საფასურის საავანსო ეტაპობრივი გადახდის წესზეც.
2. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების მოთხოვნით (ელექტრონული ან წერილობითი ფორმით) მიმართოს შესაბამის წყალმომარაგების მიმწოდებელს.
3. წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების წესები და მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთებაზე, რომელიც არ არის მიერთებული წყალმომარაგების სისტემასთან და არ ხდებოდა მისთვის ტექნიკური წყლის მიწოდება ან/და აგრეთევე, როდესაც ადგილი აქვს უძრავი ქონების გაყოფას (აბონენტის გაყოფას) და არსებობს გამოყოფილი ქონების მესაკუთრის მიერ აბონენტად რეგისტრაციის მოთხოვნა.
4. წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის (საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის) მიერთების წესები და მოთხოვნები ასევე ვრცელდება იმ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის კუთვნილი ობიექტის წყალმომარაგების აღდგენაზე, რომელსაც ტექნიკური წყალი აღარ მიეწოდება და ბოლოს 3 და მეტი წლის განმავლობაში ამ ობიექტებზე, მომხმარებელს წყალმომარაგების სისტემიდან არ მოუხმარია ტექნიკური წყალი და არც მიუმართვს წყალმომარაგების მიმწოდებლისთვის წყალმომარაგების აღდგენის მოთხოვნით (იმავე პერიოდში)
5. წყალმომარაგების სისტემაზე ახლი მომხმარებლის მიერთების საფასური არ ვრცელდება:
ა) იმ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის წყალმომარაგებაზე, რომელზეც ხდება (ან ხდებოდა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წყალმომარაგება;
ბ) უძრავი ქონების გაყოფის შემთვევაში გამოყოფილი ქონების წყალმომარაგების სისტემასთან მიერთებაზე (გარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიერთების შემთხვევისა);
გ) ტექნიკური წყლის მიღების წყალმომარაგების სისტემაზე დროებით მიერთებაზე.
6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების გაყოფის შემთხვევაში, გამოყოფილი ქონების მესაკუთრის გამოყოფილი ქონების წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების მოთხოვნის შემთხვევაში, ამ ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება უნდა განხორციელდეს მე-17 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღრული პირობების შესაბამისად.
7. თუ მომხმარებლის კუთვნილი უძრავი ქონება,რომელიც მიერთებული იყო წყალმომარაგების სისტემასთან გაიყო და მის ადგილზე განვითრდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, გამოყოფილი უძრავი ქონების/მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთებაზე ვრცელდება წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების წესი, შესაბამისი საფასური და პროცედურები, მიუხედავად იმისა, თუ რა ტექნიკური პარამეტრებით იყო მიერთებული თავდაპირველი ქონება წყალმომარაგების სისტემაზე.
8. ამ წესების მიზნებისთვის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს შენობას, რომელიც შედგება მინიმუმ სამი ბინისგან, ხოლო ბინა წარმოადგენს ინდივიდუალური საკუთრების საგანს, რომელიც გამოიყენება საცხოვრებლად.
9. მომხმარებლის სამართლებრივი ფორმის ან მისი უძრავი ქონების, ან ამ ქონების ნაწილზე მფლობელის შეცვლის მომხმარებლისთვის (ან ახალი მომხმარებლისთვის) არ წარმოადგენს წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის გადახდის ან შეცვლის საფუძველს, აღნიშნული საფასურის გადახდის ან შეცვლის საფუძველს ასევე არ წარმოადგენს სამშენებლო სამუშაოებისა და ამ მიზნით გამოყენებული დანადგარებისა თუ ობიექტებისათვის წყლის მიწოდების მიზნით წყალმომარაგების სისტემაზე დროებით მიერთება.
10. ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასური განსაზღრულია ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, წყლის მილის დიამეტრის მიხედვით.
11. წყალმომარაგების მიმწოდებელი ვალდებულია, ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების სათანადო განაცხადის მიღებისთანავე დაიწყოს განაცხადის შესწავლა და მოთხოვნილი მიერთების უზრუნველყოფისათვის საჭირო მოქმედების განხორციელება.
12. მიერთების მსურველის მოთხოვნა ისეთი ობიექტის მიერთებაზე, რომელზეც ვრცელდება წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, ამ წესების შესაბამისად მიერთება შეიძლება განხორციელდეს წყალმომარაგების ქსელიდან მისაერთებელი ობიექტის 0-დან 100 მეტრის რადიუსში მდებარეობის შემთხვევაში. ხოლო 100 მ-დან 200 მ-მდე რადიუსში მდებარეობისას მიერთება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მიერთების მსურველის მიერ განმეორებით მიმართვის შემთხვევაში, 100 მეტრზე მეტი (100-დან 200-მდე) რადიუსში მიერთების მოთხოვნით ამ წესების მე-17 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.
13. ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების სამუშაოები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ წყალმომარაგების მიმწოდებლის მიერ. წყალმომარაგების მიმწოდებელი უზრუნველყოფს ახალი მომხმარებლის ( ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების ქსელის) კუთვნილ ტერიტორიაზე მიერთებისთვის საჭირო ყველა სამუშაოსა და ხარჯს (სრულ ტექნოლოგიურ ციკლს) მათ შორის წყალმომარაგების სისტემის გაყვანას, საშუალებების შეძენას მიერთების საპროექტო სამშენებლო სამუშოებს, მის შესრულებასთან დაკავშირებით თანხმობის ან ნებართვის მოპოვებას და ყველა სახის საჭირო მოქმედებას და სამუშაოს (აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და წყალმომარაგების დაწყების ჩათვლით), რაც დაკავშირებულია წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების უზრუნველყოფასა და წყალმომარაგებასთან.
14. დაუშვებელია მიერთების მსურველის (განმცხადებლის) მიერ მიერთების უზრუნველყოფისათვის საჭირო საშუალებების შეძენა ან/და წყალმომარაგების სისტემაზე მოთხოვნილი მიერთებისათვის საჭირო სამუშაოების წარმოება, მასთნ დაკავშირებული საპროექტო სამშენებლო ან რაიმე სახის თანხმობის, ან ნებართვის მიღებაში მონაწილეობა. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) არ არის ვალდებული, წყალმომარაგების მიმწოდებელს წარუდგინოს რაიმე სახის დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია (განაცხადში მოცემული ინფორმაციის გარდა), ან დაესწროს წყალმომარაგების დაწყებას, ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების პროცესში წყალმომარაგების მიმწოდებელი ვალდებულია, მიერთების მსურველთან (განმცხადებელთნ) ურთიერთობა აწარმოოს მხოლოდ ერთი უფლებამოსილი პირის მეშვეობით.
15. წყალმომარაგების მიმწოდებელი ვალდებულია, ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასურის (ამ წესის შესაბამისად სრულად ან ნაწილობრივ) გადახდის შემდეგ, ახალი მომხმარებლის (ან მომხმარებლის) წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების სამუშაოები (სრული ტექნოლოგიური ციკლი) განახორციელოს მუნიციპალიტეტის (ქალაქი, სოფელი) ტერიტორიულ საზღვრებში წყალმომარაგებლის მიმწოდებლის მფლობელობაში არსებული წყალმომარაგების ქსელიდან (წყლის წყალმომარაგების ქსელიდან, რომელშიც მიედინება ტექნიკური წყალი) 200 მეტრის რადიუსში. ტექნიკური წყლის წყალმომარაგების ქსელიდან რადიუსის გაანგარიშებაში არ გაითვალისწინება წყალმომარაგების ის მილსადენები, რომელშიც ტექნიკური წყალი უწყვეტად არ მიედინება სატუმბი სადგურებისა და რეზერვუარების ჰიდრავლიკური რეჟიმებიდან გამომდინარე (სადაც აღნიშნული რეჟიმი განპირობებულია ტექნიკური საჭიროებით და არა ტექნიკური წყლის შეზღუდვით/გრაფიკით მიწოდებით).
16. ახალი მომხმარებლის მიერთება უნდა განხორციელდეს მიერთების მსურველის მიერ შესაბამისი განაცხადით, რაც გულისხმობს ასახოს განცხადებაში წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების პაკეტი, სადაც დადგენილია ქსელზე მიერთების საფასური მილის დიამეტრის შესაბამისად.
17. ობიექტის ტექნიკური წყლის რამდენიმე დამოუკიდებელი მილით მიერთების მოთხოვნის შემთვევაში მიერთების საფასური განისაზღვრება ამ მიერთებების (მილების) ჯამური წარმადობიდან.
18. თუ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის შედეგად ადგილი აქვს წყალმომარაგების სისტემაზე ორი ან ორზე მეტი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების ქსელის) მიერთებას, მიერთების საფასურის ოდენობა განსაზღრული უნდა იქნეს ამ ობიექტის (ან ობიეტების) სამშნებლო-საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღრული (დადგენილი) მისაერთებელი წარმადობის ოდენობის შესაბამისად.
19. საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებისა და ამ მომხმარებლის აბონენტად აყვანის შემდეგ წყალმომარაგების მიმწოდებელი ვალდებულია, ამ მომხმარებელს (აბონენტებს) მომსახურება გაუწიოს ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.
20. წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებულ ახალ მომხმარებელს არ მოეთხოვება აბონენტად რეგისტრაციის მიზნით სპეციალური განაცხადით მიმართვა და ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შემთხვევა.
21. ამ წესის შესაბამისად ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის არმქონე ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება და ტექნიკური წყლით მომარაგების დაწყება დაუშვებელია, სანამ არ მოხდება ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის მოწყობა.
22. მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ ხორციელდება წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საშუალებების მშენებლობა ან/და ახალი მომხმარებლის კუთვნილი ობიექტის წყალმომარაგება, მხოლოდ წყალმომარაგების მიმწოდებლის უფლებამოსილებას განეკუთვნება აღნიშნულ სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა, აღრიცხვის კვანძის მოწყობა და წყალმომარაგების სისტემაზე შეჭრის სამუშოების შერულება. ამასთან:
ა) თუ ახალი მომხმარებლის მიერთება ხდება ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების საფასურის შესაბამისად მომსახურების სრული ტექნოლოგიური ციკლით-ამ სამუშაოების შედეგად შექმნილი ტექნიკური წყლის მომარაგების ქსელი, მათ შორის აღრიცხვის კვანძი (მიუხედავად აღრიცხვის კვანძის მდებარეობისა), მათ შორის მომხმარებლის ტერიტორიასთან (ნაგებობასთან) მოწყობილი მიმღები ჭა, წარმოადგენს წყალმომარაგების მიმწოდებლის საკუთერებას.
ბ) თუ ახალი მომხმარებელის მიერთება ხდება ურთიერთშეთნხმებით და ამ მიერთებაზე არ ვრცელდება ახალი მომხმარებლის მიერტების საფასური-აღრიცხვის კვანძი (მიუხედავად აღრიცხვის კვანძის მდებარეობისა) წარმოადგენს წყალმომარაგების მიმწოდებლის საკუთრება